ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებები ცდილობენ, COVID – 19 – ის გავრცელება შეაჩერონ. თუმცა, ასეთი კრიზისული დრო მოსახლეობაში შფოთვასა და სტრესულ გარემოებებზე რეაგირების სხვადასხვა, მტანჯველ რეაქციას წარმოშობს.
COVID – 19 – მა იმოქმედა და, სავარაუდოდ, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობაზე იმოქმედებს. ნუ დაუკავშირებთ ამ დაავადებას კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან ეროვნებას. იყავით ემპათიური მათ მიმართ, ვისზეც იმოქმედა ამ დაავადებამ. მათ მიუღებელი არაფერი ჩაუდენიათ.
თავი შეიკავეთ COVID – 19 – ის მქონე ადამიანების შემდეგი ფორმულირებებით მოხსენიებისგან: „COVID – 19 – ის შემთხვევები,“ „მსხვერპლები,“ „COVID – 19 – იანი ოჯახები,“ ან „ავადმყოფები.“ ისინი არიან „COVID – 19 – ის მქონე ადამიანები,“ „ადამიანები, რომელთაც COVID – 19 – ისთვის მკურნალობენ,“ „ადამიანები, რომლებიც COVID – 19 – ისგან განიკურნენ“ და მათი ცხოვრება COVID – 19 – ისგან განკურნების შემდეგ ჩვეულებისამებრ გაგრძელდება ჩვეულ საქმიანობასთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
თავი შეიკავეთ ისეთი სიახლეების კითხვისა და ყურებისაგან, რომლებიც თქვენში შფოთვასა და მტანჯველ განცდებს აღძრავს. ეცადეთ, მხოლოდ ისეთ ინფორმაციას გაეცნოთ, რომელიც პრაქტიკული ნაბიჯებისა და იმ გეგმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენი და თქვენი ირგვლივმყოფების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გჭირდებათ. გაეცანით სიახლეებს დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინფორმაციის მოზღვავებას და სიახლეების უწყვეტ ნაკადს ნებისმიერ ადამიანში შეუძლია ღელვის აღძვრა. იზრუნეთ ფაქტების მოძიებაზე. მოიძიეთ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტიდან და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი პლატფორმებიდან.
დაიცავით საკუთარი თავი და იზრუნეთ სხვებზე. სხვებზე ზრუნვა სასარგებლოა როგორც იმ ადამიანისთვის, ვისზეც ზრუნავთ, ასევე – თქვენთვის.
იპოვეთ ადამიანების გამხნევების გზები. გაავრცელეთ დადებითი ისტორიები, რომლებიც იმ ადამიანებზე მოუთხრობს ირგვლივმყოფებს, რომლებიც COVID – 19 – ისგან განიკურნენ და წარმატებით დაამარცხეს ის.
პატივი ეცით და დააფასეთ მზრუნველი პირები და ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც COVID – 19 – ის მქონე ადამიანების გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. აღიარეთ ის როლი, რომელიც მათ აქვთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის და იზრუნეთ ირგვლივმყოფების უსაფრთხოებაზე.
წყარო: World Health Organization (WHO), “Mental Health Considerations during COVID-19 Outbreak,” March 2020, https://www.who.int/…/coro…/mental-health-considerations.pdf
თარგმანი: საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება













