in

რა ფაქტი გამოავლინა Covid-19-მა ლიდერობის შესახებ?

კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიამდეც სამყარო უკვე შეპყრობილი იყო ლიდერიზმით – ესაა ე.წ ხელმძღვანელობით ინტოქსიკაცია. სწორედ რომ ლიდერობის კულტი ყიდის ჰოლივუდის ფილმებს და ახანგრძლივებს ჩვენს არქაულ ფანტაზიებს, რომ ქარიზმატული და ნარცისი ადამიანები ყველაზე მეტად შეეფერებიან ლიდერის პოზიციას. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, თუ რომელი მათგანის ლიდერი ჯობია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

და მაინც, ადამიანები ბევრად უფრო უკეთ გრძნობენ თავს, როდესაც მათი ლიდერები სამართლიანები, ჭვიანები და ადეკვატურები არიან. ლოგიკურ სამყაროში ჩვენ ამის დასაჯერებლად პანედემია არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ დღევანდელ სამყაროში დაგვჭირდა. ზოგჯერ, გაკვეთილები რთულად ისწავლება. ზოგჯერ, შეგიძლიათ დაარწმუნოთ ხალხი ყველაზე მოულოდნელი არგუმენტებით. და მაინც ადამიანს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ლოგიკასა და არგუმენტაციას.

ჩვენი ინტელექტის პარადოქსული ხასიათი ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ გვჯეროდეს ის, რისი დაჯერებაც არ გვინდა. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები შეიცვლიან აზრს პრეზიდენტების, სახელმწიფოთა მეთაურების ან გუბერნატორების შესახებ, იმის მიხედვით, თუ როგორ არიან ამ ლიდერების რეგიონები პანდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკის მიხედვით. მათ, ვისაც მსგავს სიტუაციაში სურს დაიჯეროთ, რომ ვინმე შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მისი საქმე იმათ უნდა შეადაროს, ვინც ცუდად აკეთებს მას.

ხშირად, იმისთვის, რომ ვიღაცის კულტი გავამძაფროთ, ეფექტურ ლიდერებს დამსახურებებს ვუკარგავთ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ტიმ კუკმა Apple-ის საბაზრო კაპიტალი 7X– ით გაზარდა (კომპანიის ღირებულება $ 300 მილიარდი იყო, როდესაც სტივ ჯობსი გარდაიცვალა 2011 წელს, და ახლა ის შეადგენს 2 ტრილიონ დოლარს, მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ), ლიდერობის ფანატიკოსებმა შეიძლება ამტკიცონ, რომ ეს სტივ ჯობსის დამსახურებაა, რომელმაც კომპანიის სათავეში ტიმ კუკი დანიშნა.

ეჭვგარეშეა, რომ ჯგუფების, ორგანიზაციების და ერების საქმიანობა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია მათ ლიდერებზე. მენეჯერებს გუნდის აქტივობის 70% უკავიათ. როდესაც ჯგუფებს უფრო კომპეტენტური ინდივიდები ხელმძღვანელობენ, ისინი ზრდიან კონკურენტ გუნდებთან შედარებით უკეთესი შედეგის მიღწევის შანსებს. თუმცა, ლიდერები არ არიან უმრავლესობა, ლიდერები არ არიან ისინი, ვისი დამსახურებაცაა ყველაფერი. მაგალითად, შეიძლება ტრამპი მერკელით ან ბოლსონარო არდენით ჩავანაცვლოთ, თუმცა, ამით ქვეყნების სტატისტიკა პანდემიის პირობებში შეიძლება სრულიადაც არ შეიცვალოს. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ორი ქვეყნის პოპულაციები ჩავანაცვლოთ.

საინტერესოა იმის გაგება, თუ რას ვისწავლით ამ პერიოდიდან? იმის მაგივრად, რომ მიკერძოებულები ვიყოთ და ვამტკიცებდეთ იმას, რაც არ არის, ჯობს დავფიქრდეთ იმაზე, რეალურად ვფიქრობთ თუ არა? ნამდვილად გვწამს თუ არა ის, რაზეც ვსაუბრობთ ან სულაც გავაანალიზოთ ის, თუ რატომ შეიძლება, სხვებს სხვანაირი აზრი ჰქონდეთ ნამდვილ და ეფექტურ ლიდერზე. შეგვიძლია კი ამის გაკეთება? თუკი ამ კითხვაზე პასუხი პესიმისტური აღმოჩნდება, გამოდის, რომ არც ისეთი რაციონალურები ვართ, როგორც ეს გვგონია.

წყარო: Fast Company



შენ ხარ ცვლილება! – The North Face-ის რეკლამა

Apple Mirror – სარკე, როგორც თქვენი iPhone-ს ეკრანი