in

COVID-19-ის შეზღუდვებმა თინეიჯერების ტვინი დააბერა — კვლევა

მართალია, პანდემიის დროს არსებულმა შეზღუდვებმა მილიონობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, მაგრამ ამან ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეცვალა… სკოლებიდან, ოფისებიდან და სხვა სოციალური ჰაბებიდან იზოლაციამ მარტოობის პრობლემამდე მიგვიყვანა. ბავშვებზე კი ამან ყველაზე მეტად იმოქმედა. კვლევაც გვეუბნება, რომ თინეიჯერები მოწყვლადი იყვნენ სოციალური იზოლაციისას. უფრო ზუსტად, გვიყვება, რომ თინეიჯერების ტვინი ნაადრევად დაბერდა, ეს კი, თავის მხრივ, ცერებრალური ქერქის ბუნებრივი გათხელების პროცესს აჩქარებს. 

M2
M2

მარტივად რომ განვმარტოთ, ცერებრალური ქერქი ბუნებრივად თხელდება, როცა ადამიანს ასაკი ემატება, მისი სისქე კი მთლიანი ტვინის დაბერების ინდიკატორია. ამიტომ, მკვლევრები ამ საკითხის შესწავლას გრძელვადიანი კვლევის ფარგლებში აპირებდნენ, თავდაპირველად 2018 წელს, ანუ პანდემიამდე, 160 პირი შეისწავლეს, რომელთა ასაკი 9-დან 17 წლამდე მერყეობდა. რაღა თქმა უნდა, კოვიდმა მათი გეგმები შეაფერხა და მომდევნო ტესტირებები 2021 წლამდე ვერ ჩაატარეს… 

შედეგად, გამოავლინეს, რომ ქრონიკულ სტრესს ცერებრალური ქერქის დათხელების პროცესი შეუძლია, დააჩქაროს. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, ნეიროფსიქიატრიულ და ქცევით დარღვევებს უკავშირდება, რაც მოიცავს შფოთვასა და დეპრესიას.

საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებულად გოგონებში იყო გამოხატული — კაცების შემთხვევაში ქერქის გათხელების საშუალო აჩქარება 2018-დან 2021 წლამდე დამატებით 1.4 წლის ეკვივალენტური იყო, როცა ქალებში ეს მაჩვენებელი 4.2 წელს უდრიდა. თუმცა მანამდე მკვლევრებმა 2018 წლის მონაცემები თინეიჯერთა მოსალოდნელი გათხელებული მოდელის შესაქმნელად გამოიყენეს, შემდეგ კი ახალი MRI კვლევები ჩაატარეს იმავე პირებთან.

მართალია, ზუსტად არ იციან, რატომ იმოქმედა პანდემიამ განსხვავებულად ქალებსა და კაცებზე, მაგრამ მეცნიერები ამას შემდეგნაირ განმარტებას უძებნიან:

ქალებში თვითიდენტობის განვითარებისთვის თანატოლებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ემოციურ მხარდაჭერას მსგავსი ურთიერთობებისგან იღებენ, რაც ნაკლებად ხდება მამაკაცებში. თინეიჯერი ბიჭებისთვის ეს უფრო კომპანიონობა და საერთო აქტივობებია, ვიდრე ემოციური მხარდაჭერა. პანდემიამ კი გოგოების იზოლირება გამოიწვია, ეს მათ ტვინზე უფრო დრამატულად აისახა. ხოლო კვლევა ახალ კითხვებს წარმოშობს ტვინის დაბერების პროცესის აჩქარებასთან დაკავშირებით.

როგორ აუმჯობესებს ლიმიტური დავალების ფუნქციონალი ინვესტირების პროცესს

გასტრონომ ჯგუფი ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად