in

Covid 19-ის ეფექტი სატელევიზიო ეთერის ყურებადობასა და მის სარეკლამო დანახარჯებზე

რა გავლენა იქონია Covid-19-მა სატელევიზიო ეთერზე – როგორ შეიცვალა მისი მაყურებლების ინტენსივობა? რა ცვლილებები მოიტანა სარეკლამო დანახარჯების თვალსაზრისით? ამ საკითხის ღრმად შესწავლა Betterfly Media-მ გადაწყვიტა, რომლის ანალიზის ნაწილსაც ახლა გიზიარებთ.

პანდემიის პერიოდში სატელევიზიო მედიის მოხმარება თითო მოსახლეზე, საშუალოდ დღეში, თითქმის 1,5 საათით (80 წუთით) გაიზარდა, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით და რეკორდულ, 6 საათსა და 30 წუთს მიაღწია დღე-ღამეში.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მზარდი აუდიტორია აღმოჩნდა ის ხალხი, ვინც მანამდე ყველაზე ნაკლებად უყურებდა ტელევიზორს, ახალგაზრდები 25-34 წლის.

არ არის გასაკვირი, რომ საინფორმაციო გადაცემების ყურებადობა, ყველაზე მაღალი, 47%-ით გაიზარდა და ამავდროულად, გასართობი, სპორტული და მუსიკალური პროგრამების ყურებადობა საგრძნობლად შემცირდა. ცნობისთვის, სერიალების ყურება, სულ რაღაც, 32%-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელების პირველ ორ კვირაში ძალიან ბევრმა კომპანიამ შეაჩერა ან შეამცირა სატელევიზო განთვსებები, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიებს რეიტინგი დღითიდღე ეზრდებოდათ, სარეკლამო განთვსებები მცირდებოდა. თუმცა 2 კვირის შემდეგ, სიტუაცია შედარებით დასრტაბილურდა და შესაბამისად, რეკლამის განთავსების ვარდნაც შემცირდა.

სატელევიზიო ბაზარზე დანახარჯების ვარდნა გამოწვეული იყო საშუალო და მცირე ბრენდების განთავსების შემცირებით (საშუალოდ, 40%-ით შემცირდა). თუმცა, დიდმა განმთავსებლებმა, ტოპ 20-მა კომპანიამ, სატელევიზიო რეკლამის დანახარჯები პანდემიის დროს ჯამში გაზარდეს კიდეც, საშუალოდ 23%-ით (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით).

ჯამურად რომ შევაფასოთ ბაზრის კლება, სარეიტინგო ქულების (wGRP-ს) მიხედვით, ჯამურად ყველა კომპანიამ 9%-ით ნაკლები დააგენერირა, ამ პერიოდის განმავლობაში. ეს რიცხვი პირდაპირ ლარში დანახარჯების კლებას არ ასახავს და ამ ეტაპზე, ვარაუდის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარში კლება 9%-ზე მეტი იქნება, რადგან ტელევიზიებსა და გაყიდვების სახლებს ფასების პოლიტიკაზე გადახედვა და დეფლაცია მოუწიათ, დამკვეთების შესანარჩუნებლად.

6-კვირიანი არაორდინალური ყურებადობის შემდეგ, როგორც ჩანს, საზოგადოებამ მოახერხა ჩვეულ რიტმში დაბრუნება და ყურებადობის მაჩვენებელიც დაუბრუნდა წინა წლების მსგავს მონაცემს. მეტიც, ოდნავ დაეცა კიდეც, როგორც ჩანს ხალხი ჩვეულზე მეტად ცდილობს არ დარჩეს სახლში და შესაბამისად, არ უყუროს ტელევიზორს.

ანალიზის სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ეს ნამდვილად Maersk-ის რეკლამაა?

ქალი ლამპრით – ამბავი ფლორენს ნაითინგეილზე [ანიმაცია]