in ,

ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები – ქართული პროდუქტი COVID-19-ის პრევენციისთვის

მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ, რომელიც ამჟამად გამაჯანსაღებელ კურორტ „ბიოლის“ მართვაზეა კონცენტრირებული, პარტნიორებთან ერთად, ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბის პროტოტიპი შექმნა. თამაზის თქმით, ეს აღარ არის პროტოტიპი, რადგან 2500 ასეთი ნიღაბი უკვე ჩაშვებულია წარმოებაში და მომდევნო კვირას, უკვე საქართველოში იქნება. ის ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათების ნეგატიური გავლენა კორონავირუსზე სვადასხვა სამეცნიერო კვლევით დასტურდება, ამ ეფექტის გამოყენებას კი, მისი გუნდი, ეპიდემიისას ყოველდღიური მოხმარების ნივთის – ნიღაბის შექმნის გზით აპირებს.

ვინაიდან, მედიცინაში ჰაერის სტერილიზაციისთვის ულტრაიისფერი სხივები ძალიან ხშირად გამოიყენება, სასუნთქ მილებში შესული ჰაერი ამავე პრინციპით შეიძლება დამუშავდეს“.

ძირითადი კითხვა, რომელიც ულტრაიისფერ ნიღბებთან დაკავშირებით შეიძლება დავსვათ, შემდეგნაირად ჟღერს – რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება, მით უფრო მაშინ, როცა ასეთი ნათება ოზონს წარმოქმნის და მისი რეგულარული მიღება (სუნთქვისას) ჯანმრთელობისთვის საშიშია? ამ კითხვაზე თამაზ მჭედლიძე შემდეგნაირად გვპასუხობს – „საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ჩემს პარტნიორ ფიზიკოს მერაბ ფოლადაშვილთან და სპეციალისტების გუნდთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი სისტემა, რომელიც სხივის სიგრძეს არეგულირებს და შესაბამისად, სპეციალური დიოდების გამოყენებით, ოზონის გამოყოფა გამორიცხულია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტს უკრაინაში, სადაც მისი პირველადი პარტიის წარმოება უკვე დაწყებულია, მიღებული აქვს ლიცენზია. რაც შეეხება საქართველოს, თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ თუ აქ რეალიზებისთვის, უკრაინული ლიცენზია არ იქნება საკმარისი, ყველა შესაბამის პროცედურას გაივლიან.

„არის სხვა ქვეყნების დაინტერესებაც, შესაბამისად, ვმუშაობთ იმაზე, რომ საწარმოო პროცესის წარმართვა მთლიანად საქართველოში გახდეს შესაძლებელი. ა კვირაში, საქართველოში ჩამოვა 100 ასეთი ნიღაბი, მომდევნო კვირაში კი დარჩენილ 2400-ს ველოდებით. ამის შემდეგ, მათ გადავცემთ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს, ნაწილს კი ჩავუშვებთ რეალიზებაში“.

პროდუქტის თვითღირებულება, დაახლოებით, 50 დოლარია, თუმცა, მომავალში, საქართველოში წარმოების დაწყების შემდეგ, თამაზ მჭედლიძის თქმით, ფასის საგრძნობლად დაწევა იქნება შესაძლებელი. ულტრაიისფერი ნიღბის ეს კონკრეტული მოდელი ელემენტებზე მუშაობს და 10 000 საათის განმავლობაში მუშაობის რესურსი აქვს. 

„პირველი პარტია სულ 2500 ცალი იქნება, ვინაიდან პროდუქტის უმთავრესი ელემენტი – სპეციალური დიოდი ძალიან მცირე რაოდენობით იწამოება მსოფლიოში. ახლა მივაგენით ქარხანას, რომელიც მზად არის ექსკლუზიურად ჩვენთვის დაამზადოს საჭირო რაოდენობის დიოდი და უკვე გვაქვს რამდენიმე წლიანი კონტრაქტი მათთან“, – ამბობს თამაზ მჭედლიძე. 

ულტრაიიფერი ნიღბების წარმოების იდეა ადრე რუსეთსა თუ აშშ-შიც ჰქონდათ. თამაზ მჭედლიძის ინფორმაციით, განსხვავებული პატენტები ამ ქვეყნებმა 2009 და 2012 წლებში დაარეგისტრირეს, თუმცა, მსგავსი მოწყობილობის წარმოება არც ერთ შემთხვევაში მომხდარა, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევის დაძლევა მაშინ, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა. ქართული გამოგონება მათგან განსხვავებულია და ამ კომპონენტსაც აკმაყოფილებს, შესაბამისად, თამაზ მჭედლიძე, თავის პარტნიორებთან ერთად, აპირებს მისი პატენტი დაარეგისტრიროს. ამისთვის, საერთაშორისო განაცხადი უკვე გაკეთებულია. 

ყველაფერი, რასაც ეხები, შენ წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული

მალე, Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის პირველ სტიპენდიატს გავიცნობთ!