პანდემიის პირობებში, პროფესიონალი მარკეტერები აქტიურად ადევნებენ თვალს მომხმარებლის ქცევას, მისი ჩვევებისა და ინტერესების ცვლილებას. აღმოჩნდა, რომ მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე სეგმენტი – ზეტ თაობა – სიტუაციას უფრო პერსპექტიულად უყურებს.
საკვანძო მიგნებები:
პანდემიის დროს, ზეტ თაობა უფრო მეტ დროს უთმობს პროფესიული უნარების განვითარებას, რათა “შეცვლილ რეალობაში” კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.
ზეტ თაობა თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს იმ ინსტუმენტებში ხარჯავს, რაც მას სამომავლოდ დასჭირდება.
როგორი გავლენა მოახდინა ზეტ თაობაზე Covid-19-მა? ამ საკითხის შესასწავლად, მარკეტინგულმა კომპანია Amlify Solutions-მა კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში 16-24 წლის ასაკის 357-მა კანადელმა მიიღო მონაწილეობა. გიზიარებთ საკვანძო დასკვნებს, რაც მარკეტერებისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.
რით არიან დაკავებულები პანდემიის დროს?
ბუნებრივია, რაღაც აქტივობები ყველას საერთო გვაქვს: სატელევიზიო და ინტერნეტ შოუებს, სერიალებს, ფილმებს ვუყურებთ, ვამზადებთ საჭმელს, დავდივართ, ვვარჯიშობთ… ეს ბრენდებისთვის ჩვენი ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, რათა ზეტ თაობას თვითიზოლაციით გამოწვეული დეპრესია და შფოთვა შეუმსუბუქონ. ამავდროულად, გამოკითხულთა 76% აღნიშნავს, რომ ამ დროს პერსონალური ან პროფესიული განვითარებისთვის იყენებს.
ზოგადად, მომავალზე ორიენტირებულობას ზეტ თაობისთვის დამახასიათებელ თვისებად ასახელებენ. ბევრი მათგანი გაიზარდა რეცესიის პერიოდში და კარგად ესმის, რა მნიშვნელობა აქვს კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. ამ კრიზისმა კი ეს აზრი მათში მხოლოდ განამტკიცა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ გამოთავისუფლებულ დროს, ზეტ თაობის წარმომადგენლები ახალი პრატიკული უნარების შესაძენად იყენებენ, რითაც შემდგომში დამსაქმებლებს მოხიბლავენ. მათი ასეთი მისწრაფება კი ონლაინ სწავლების მიმწოდებელი კომპანიისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.
კომპანია Amlify-მ ზეტ თაობის აქტივობები გენდერული მაჩვენებლებით დაყო და ასეთი შედეგი მიიღო:
როგორ აღიქვამენ კომპანიების სარეკლამო აქტივობას?
ნახევარზე ცოტა მეტმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სარეკლამო კამპანია სულაც არაა მიუღებელი, რადგან ბიზნესს სჭირდება გადარჩენა ამ რთულ პერიოდში. თუმცა, 27%-მა პროცენტმა ეს მოსაზრება მიუღებლად მიიჩნია. გამოკითხულთა 21%-მა მკაფიო პოზიცია არ დაასახელა.
ზეტ თაობის რესპონდენტებმა განმარტეს, რომ ბიზნესმა ახლა არა მოგებაზე ორიენტირებული მარკეტინგი, არამედ ღირებულების შემქმნელი კომუნიკაცია უნდა აწარმოონ თავიანთ კომუნასთან, აუმაღლონ ადამიანებს მოტივაცია.
კომპანიები, რომლებიც პანდემიის პერიოდს თავიანთ კომუნას უთმობენ და ემპათიურები არიან, გახდებიან კიდევ ზეტ თაობის ფავორიტი ბრენდები, როდესაც ისინი შესყიდვებს განაახლებენ.
როგორ ეკიდებიან ონლაინ შოპინგს?
ქალები ონლაინ შოპინგში უფრო ნაკლებს ხარჯავენ, მამაკაცებთან შედარებით. თუმცა, ისინი მამაკაცებზე უფრო ხშირად ყიდულობენ ონლაინში. გამოკითხუთა უმრავლესობა (ქალებიც და მამაკაცებიც) აღნიშნავენ, რომ ონლაინ შესყიდვას 1, 2 ან 3 კვირაში კვირაში ერთხელ მაინც მიმართავენ. ამდენად, მოსალოდნელია, რომ ზეტ თაობა პანდემიის დროს უფრო ნაკლებს ხარჯავს ინტერნეტის საშუალებით, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ან ფინანსური პასუხისმგებლობები აქვთ ან ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.
ქალთა 37% და მამაკაცთა 27% ამბობს, რომ ონლაინ რეჟიმში შესყიდვების უდიდეს ნაწილს სამოსს უთმობს. მამაკაცთა 37% და ქალების 19% აღნიშნავს, რომ მათი შოპინგ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ონლაინ კურსებზე ან ციფრული ხელსაწყოების შეძენაზე იხარჯება. ზეტ თაობა მომართულია ფული დახარჯოს პერსონალურ განვითარებაში და ასევე, საკუთარი მიზნების მიღწევაში.
ზეტ თაობის ჩვევები, პანდემიამ ასე შეცვალა:
რამდენად აქტიურად იყენებენ აპლიკაციებს?
რესპონდენტების თქმით, სახლში იზოლაციამ მათში შფოთვისა და დეპრესიის განცდა გაამძაფრა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ისინი აპლიკაციებში დიდ დროს ატარებენ, რაც მეგობრებთან მარტივად ურთიერთობაში ეხმარებათ. ფაქტი სახეზეა – მნიშვნელოვნად გაიზარდა Zoom-ისა და Microsoft Teams-ის გამოყენება როგორც საქმიანი, ისე პირადი მიზნებისთვის. მნიშვნელოვნად იმატა TikTok-ით სარგებლობამ, რადგან მომხმარებლებს შემოქმედებითი ვიდეოების გადასაღებად მეტი დრო გამოუჩნდათ.
როგორ შეიცვალა ზეტ თაობის აზროვნება, პანდემიის პირობებში?
ნათელია, რომ ზეტ თაობა პანდემიამ უკვე შეცვალა – ზეგავლენა მოახდინა მათ ინტერესებზე, სოციალიზაციაზე, დაკავებულობასა და ჯანმრთელობაზე. ზეტ თაობის რესპონდენტები იუწყებიან, რომ ისინი ადვილად დაუბრუნდებიან სოციალურ ცხოვრებას და უფრო მეტად ეცდებიან, ვიწრო სოციალური კონტაქტები იქონიონ და დიდ შეკრებებს მოერიდონ. ისინი უფრო მეტად იქნებიან მზად მსგავსი გარემოებისთვის და ფულად დანაზოგსაც იქონიებენ, ექსტრემალური საჭიროების შემთხვევისთვის.
წყარო: Adweek