28 ნოემბრიდან, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები კი იხურება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა.
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
- მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
- რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია მხოლოდ: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, დელივერი, „დრაივი“
- ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა
- ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ „ონლაინ“ ფორმატით.
- სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებსა (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი) და სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას
სათხილამურო კურორტებზე ასევე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად
- ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება
3-15 იანვრამდე ცხადდება უქმე დღეები (ოფიციალური დასვენების დღეები).
დაგეგმილი შეზღუდვები, ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად შემსუბუქდება:
24 დეკემბერი – 2 იანვრი
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა
3 იანვარი – 15 იანვრი
- ცხადდება უქმე/დასვენების დღეები
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა
16 იანვარი – 31 იანვარი
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა)
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში [28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით] შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
- სერვისებს: takeaway, დელივერი, „დრაივი“
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
- მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილებას