in

კორონავირუსის დიაგნოსტიკა კიდევ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი ხდება – 60 წუთი დღე-ღამის ნებისმიერ დროს!

თბილისში, ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია „ევიდენსი“ გაიხსნა. ლაბორატორიის პერსონალი დარგის გამოცდილი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. „ევიდენსის“ კონცეფცია თანამედროვე, სწრაფ და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებაზეა აგებული. სანდო, სწრაფი და კომფორტული – ასეთია კომპანიის „თაგლაინი“.

BOG
BOG

გახსნისთანავე „ევიდენსი“ აქტიურად ჩაერთო პანდემიასთან ბრძოლაში და PCR კვლევის თანამედროვე მეთოდი შესთავაზა მომხმარებელს. შედეგად, პაციენტს პასუხი სულ რაღაც 1 საათში აქვს. ამასთანავე, მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

მას შემდეგ, რაც „ევიდენსის“ ექიმი დაადასტურებს კვლევის შედეგს, ლაბორატორიაში დანერგილი მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, პასუხი დანადგარიდან, ავტომატურად, გადმოდის სისტემაში, გენერირდება ორენოვანი ქართულ-ინგლისური დასკვნა, იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე და იტვირთება გაერთიანებულ პორტალზე, რაც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების დროს და აუმჯობესებს ხარისხს.

„ჩვენ სწრაფად ვგეგმავთ მომსახურების სპექტრის განვითარებასა და გაუმჯობესებას“ – აცხადებს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ხატია მიქაბერიძე – „ნოემბრიდან იგეგმება ანალიზების სპექტრის გაფართოება. ასევე უკვე წელს ვგეგმავთ ახალი სისტემების იმპლემენტაციას. ვფიქრობთ, „ევიდენსი“ მალე ასოცირდება ჩვენი მომხმარებლებისათვის სანდო, სწრაფ და კომფორტულ ლაბორატორიულ მომსახურებასთან“. 

ლაბორატორია „ევიდენსი“ მუშაობს 24/7, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი #62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩიდან) ტელ.: 220 10 50, 595 80 10 50. ვებგვერდი: www.evidencelab.ge. ელ. ფოსტა: [email protected]

 

[R]

ასეთია რეალობისა და ფანტაზიის შერწყმა, Burberry-ის ენაზე

რატომ უნდა ვიაროთ ღვინის დეგუსტაციაზე?