in

„წელს, შვილიშვილი 1-ის, მე კი – 74-ის ვხდები“ – გულისამაჩუყებელი მიზეზები კითხვაზე: „რატომ უნდა გავიკეთო ვაქცინა?“

ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გასაცემად, Mischief-ისა და Dini von Mueffling Communications-ის თანამშრომლობით, შეიქმნა კამპანია, სახელწოდებით – „ამის გამო“.

COVID-ვაქცინები, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, ნელ-ნელა ვრცელდება და ამით ადამიანების გარკვეული ნაწილი მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგება: „გავიკეთო, თუ არა?“

ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გასაცემად, Mischief-ისა და Dini von Mueffling Communications-ის თანამშრომლობით, შეიქმნა კამპანია, სახელწოდებით – „ამის გამო“.

4 სხვადასხვა ვიდეორგოლში ჩვეულებრივი ადამიანების მიერ გულწრფელად გადმოცემული 4 სხვადასხვა ემოციური მიზეზია ნაჩვენები, რაც ვაქცინის გაკეთების საფუძვლიანი მოტივი უნდა გახდეს და ამ თემაზე დილემის წინაშე მყოფებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ვაქცინა?

ერთ-ერთ გულისამაჩუყებელ ვიდეორგოლში ბაბუის პასუხია: „იმის გამო, რომ წელს, ის ერთი წლის ხდება, მე კი 74 წლის“;

„იმის გამო, რომ კომპიუტერის ეკრანზე ჩახუტება არ შეგიძლია“;

„იმის გამო, რომ ზოგიერთ ადამიანთან, უბრალოდ, პირისპირ შეხვედრა გინდა“.

„იმის გამო, რომ „გამარჯობა“ ძალიან იშვიათი, „ნახვამდის“ კი, უკიდურესად რთული გახდა“.

კამპანიაში გამოყენებული კადრები რეალურ მომენტებს ასახავს და სპეციალურად გადაღებული არაა.

მალე! სტუდენტობა „კენწეროში“ გატკბილდება – ლაშა გიორგაძის ნამუშევარი

Window Project რუსთაველის 37-ში ლუსილ ლიტოტის ნამუშევარს წარმოგიდგენთ