in

„ვარსკვლავური ომები“, ეპიზოდი X – COVID WARS, რომელიც სასტიკ უჩინარ მტერზე, ახალ ვირუსზე მოგვითხრობს

COVID WARS არც ისე უხსოვარ დროს, არც ისე შორეულ გალაქტიკაში იზოლაციის პერიოდზე მოგვითხრობს – ბოროტების ალიანსზე, როცა ახალმა ვირუსმა გალაქტიკას ავნო, ბევრის სიცოცხლე შეიწირა და ბევრიც მძევლად წაიყვანა. ნიღბიანი პერსონაჟები უჩინარ მტერს ებრძვიან. მათი მისიაა, გალაქტიკა შიშის ბორკილებისგან გაათავისუფლონ და სამყაროს იმედი ხელახლა ჩაუსახონ.

COVID WARS-ის იდეა Miami Ad School Berlin-ში წარმოიშვა და შეიქმნა არტ დირექტორ და დიზაინერ, თით ლინ ვენინგისა და კოპირაიტერ ლიზა კირმსეს მიერ. შთაგონების წყარო კი, New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ბავშვებს დამცავი ნიღბები აშინებდათ.

სწორედ ამიტომ, COVID WARS-ის ნიღბებმა, პატარა ყალთაბანდებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ მათ საყვარელ ნიღბებიან არსებებად გადაიქცნენ და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში, დაცულებიც იყვნენ.

 

mere

რა იქნება, თუ პანდემია 24/7 სამუშაო კულტურას შეცვლის და სამყაროს სიყვარულისთვის მეტი დრო ექნება…

თიბისიმ  უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო