in ,

როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური კეთილდღეობა COVID-19-ის გავრცელებისას – რჩევები ხანდაზმულთათვის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, COVID-19 – ის გავრცელების დროს, ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, ზოგად რჩევებზე ვსაუბრობდით, რომელიც ყველას ეხება. ამჯერად, ხანდაზმულთათვის, მათზე მზრუნველი პირებისა და ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობების მქონე ადამიანებისათვის განკუთვნილ რეკომენდაციებს გაგაცნობთ.

ხანდაზმული ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც შემეცნებითი უნარების უკუგანვითარება ან დემენცია უვლინდება, შესაძლოა კარანტინში ყოფნის დროს, მეტად იყვნენ მოცული შფოთვით, ბრაზით ან მეტად იყვნენ დათრგუნვილი, აჟიტირებული და განცალკევებული. უზრუნველყავით ისინი პრაქტიკული და ემოციური მხარდაჭერით ოჯახებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების გაძლიერების საფუძველზე.

გაუზიარეთ მათ მარტივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია – როგორ შეუძლიათ დაინფიცირების რისკის შემცირება. გაიმეორეთ ინფორმაცია იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს მათ სჭირდებათ. ხანდაზმულებს პატივისცემითა და მოთმინებით უნდა მიაწოდოთ მკაფიო, მოკლედ ჩამოყალიბებული ინსტრუქციები. შესაძლოა, ინფორმაციის წერილობით ან ნახატების სახით მიწოდებაც დაგეხმაროთ მათთან ურთიერთობის გამარტივებაში. გააძლიერეთ მათი ოჯახების მონაწილეობა ინფორმაციის მიწოდებისა და პრევენციული ღონისძიებების (მაგალითად, ხელების დაბანა) დაცვის აქტივობებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობა გაქვთ, დარწმუნდით, რომ უზრუნველყოფილი ხართ ყველა მედიკამენტით, რომელსაც იღებთ. მიმართეთ თქვენს მხარდამჭერ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ დახმარება გჭირდებათ.

მოემზადეთ და წინასწარ დაადგინეთ, სად და როგორ შეfგიძლიათ საჭირო დახმარების მიღება. მაგალითად, როგორ შეგიძლიათ, საკვების მოტანის სერვისებით სარგებლობა და სამედიცინო დახმარების მოთხოვნა. დარწმუნით, რომ გაქვთ, იმ მედიკამენტების, სულ მცირე, ორი კვირის მარაგი, რომელთაც რეგულარულად იღებთ.

ისწავლეთ მარტივი, ყოველდღიური ვარჯიშები, რომელთაც სახლში შეასრულებთ იმისათვის, რომ კარანტინში და იზოლაციაში ყოფნის დროს იმოძრაოთ და მოწყენილობის გავლენა შეამციროთ.

დაიცავით ყოველდღიური და ჩვეული წესები და მისდიეთ ჩვეულ განრიგებს, რამდენადაც შეძლებთ ან დაეხმარეთ ხანდაზმულ ადამიანებს ახალ გარემოში ახალი წესების და განრიგების შექმნაში: რეგულარულად ვარჯიში, სისუფთავის დაცვა, ყოველდღიური საქმიანობები, სიმღერა, ხატვა და სხვა აქტივობები დაეხმრება მათ. დაეხმარეთ სხვებს თანატოლების მხარდაჭერის გაძლიერებით, მოიკითხეთ მეზობლები, თუკი ეს თქვენთვის უსაფრთხოა, იზრუნეთ ჯანდაცვის იმ მუშაკების ბავშვებზე, ვინც COVID – 19 – თან დახურულ ჰოსპიტალებში იბრძვის. შეინარჩუნეთ საყვარელ ადამიანებთან რეგულარული კონტაქტი (მაგალითად, ტელეფონის და სხვა საშუალებების დახმარებით).


წყარო: “Mental Health Considerations during COVID-19 Outbreak,” World Health Organization (WHO), March 6, 2020, https://www.who.int/…/coro…/mental-health-considerations.pdf
თარგმანი: საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება

სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ? – მირიან ჯუღელი

მედიის და ჟურნალისტების როლი პანდემიების ან საშიში ინფექციების დროს