in

COVID-19-ის გავლენა ზრდასრულთა განათლებაზე

ზრდასრულთა განათლება, ან უწყვეტი განათლება, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, გულისხმობს თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ განათლებას, ახალი უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.

გასულმა წელმა დაგვანახა ის მძიმე შედეგები, რაც COVID 19-ის პანდემიამ მოუტანა საზოგადოების ყველა ნაწილს. მკვეთრად შეიცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება და წარმოიშვა როგორც სოციალური და ჯანმრთელობის, ისე განათლებისა და დასაქმების პრობლემები, რამაც უარყოფითად იმოქმედა მათ კეთილდღეობაზე.

გარემოებებიდან გამომდინარე, ზრდასრულთა განათლების სფეროც სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დადგა. პროვაიდერები იძულებულნი გახდნენ, პანდემიის საპასუხოდ აეთვისებინათ სწავლების დისტანციური მეთოდი ან შეეჩერებინათ საქმიანობა. მეორეს მხრივ, მოზრდილთა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში წლებია, შეინიშნება ტექნოლოგიური რესურსებისა და მათი ცოდნის ნაკლებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დროს ბევრ ზრდასრულ მოსწავლეს შეექმნა დამატებით ბარიერები, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებას ესმის, რა მნიშვნელოვანია ახალი უნარების შეძენა და განვითარება კრიზისულ სიტუაციებში, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, ამ მიზეზით, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) სტუდენტების რიცხვმა გლობალურად იმატა. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლება სულ უფრო ფასდაუდებელი ხდება მსოფლიოში საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და სოციალური მობილობისათვის.

„მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწავლა სულაც არ წყდება საშუალო სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთა განათლების მნიშვნელოვნება უზარმაზარია, არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ზრდასრული მოსწავლეები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ პირებს ხელი შევუწყოთ სწავლასა და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ჩამოყალიბებაში და შევთავაზოთ თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროფესიული კურსები და ტრენინგები“, – ამბობს თინათინ იზორია, BDO Academy-ის მენეჯერი.

როგორ მოემზადა „ბიდიო აკადემია“ პანდემიისთვის და რა გააკეთა სტუდენტებისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შესაქმნელად და მათი მხარდაჭერისთვის?

თინათინ იზორია: პანდემიის დაწყებისთანავე, დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზდა სასწავლო პროცესების დისტანციურ რეჟიმზე გადასაყვანად: სწავლებისთვის დაინტეგრირდა Microsoft Teams-ის აპლიკაცია, გაიწერა გზამკვლევები და დამხმარე დოკუმენტები როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისთვის და შემუშავდა ახალი სასწავლო გეგმა. ამასთან ერთად, სტუდენტების ხელშეწყობისთვის, წლის განმავლობაში კურსებზე ამოქმედდა ფასდაკლება, ჩატარდა წამახალისებელი გათამაშებები და სხვადასხვა თემატიკის უფასო ონლაინ ვებინარები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მალე და ხარისხიანად მოვახერხეთ დისტანციური სწავლების მეთოდიკის ათვისება და განხორციელება, რადგან ამ ეტაპისთვის საშუალოდ 170-მდე ჯგუფთან ჩავატარეთ როგორც საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები, ასევე ტრენინგები, რომლებიც დაახლოებით 2 000-ზე მეტ მსმენელს მოიცავს.

რამდენად ღირებული გამოდგა სტუდენტებისთვის დისტანციური სწავლება და როგორი შეფასებები მიიღეთ სტუდენტებისგან სწავლების ამ მეთოდზე?

მართალია, პანდემიის პირველ ეტაპზე სწავლებით დაინტერესებული პირები სკეპტიკურად უყურებდნენ „ონლაინ“ ლექციებს, მაგრამ წარმატებულად ჩატარებულმა კურსებმა და სტუდენტების უკუკავშირმა უფრო და უფრო გაზარდა მონაწილეების რაოდენობა. სტუდენტებთან ჩატარებულმა კვლევამაც გვიჩვენა, რომ მსმენელების უმეტესობა კმაყოფილია დისტანციური სწავლებით და შეეცვალა დამოკიდებულება ამ მეთოდის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს მომავალში სტუდენტებს საკლასოსთან ერთად შევთავაზოთ, ონლაინ და შერეული ფორმატით სწავლება.

განათლების მიღება არასდროს არის გვიან. ზრდასრულთა განათლების მთავარი ღირებულება არის ის, რომ ადამიანს აქვს საშუალება განავითაროს საკუთარი უნარები, შეიძინოს ახალი და გადამზადდეს სრულიად ახალი პროფესიული როლისთვის მისთვის მისაღებ დროს და სასურველი რიტმით.

ზრდასრულთა განათლება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო სათანადო განათლება ადრეულ ასაკში. სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობს BDO Academy, რომლის მისიაც არის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ყველასთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

IGLOO-ს მეშვეობით, ნებისმიერ გარემოში დაიცავთ დისტანციას!

ტრანსფორმაცია რითეილ სექტორში – გალერია თბილისი ლოიალობის აპლიკაციას ნერგავს