in

„კოვაიდერი“ – COVID-19-ის ონლაინ ასისტენტი

„კოვაიდერი“ კოვიდინფიცირებულსა თუ ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სრული ინფორმაცია მიიღონ ვირუსზე და ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებსაც გაეცნონ.

მომხმარებლის ყველა კითხვაზე პასუხს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი უზრუნველყოფს.

Covid-ასისტენტის შექმნის ინიციატორები „ერთიანობის“ შემქმნელები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი –  სანდრო კანდელაკი.

ნინო ზამბახიძე: „ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ინფიცირებულების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, „კოვაიდერი“ შეგვექმნა. უმრავლეს შემთხვევაში, ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ ამ პლატფორმის დახმარებით იქნება ეს პროცესი გამართული. „კოვაიდერის“ საშუალებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რაც არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“.

მესენჯერის საშუალებით, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას:

  • თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
  • რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
  • სად ხდება PCR ტესტირება;
  • როგორია  თვითიზოლაციის წესები;
  • რეკომენდაციები.

ბორჯომში „რომპეტროლის“ ფლაგმანი სადგური გაიხსნა

„მეტი, ვიდრე შავი პარასკევი“ – Onoff.ge-ზე ერთკვირიანი ფასდაკლებები იწყება!