3
Mar
2015

Adweek-ის მოგზაურობა მომავალში

3 Mar 2015

კობი
კობი


ჟურნალ “Adweek”-ის რედაქტორმა უცნაური პროექტი განახორციელა. პატარა ვიდეოების დახმარებით  მან თავისი თანამშრომლები 35 წლის შემდეგ წარმოიდგინა. ვიდეოს მთავარი გმირები ჟურნალის დამფუძნებლები, კრეატიული დირექტორი, ვიცე პრეზიდენტი და შემოქმედებითი ჯგუფის დირექტორი გახდნენ.

ვიდეო რგოლები “AICP Awards”-ის ფესტივალის ფარგლებში გადაიღეს. ფესტივალში გამარჯვებული ვიდეოები  ფილმის მუზეუმის არქივში გადადის შესანახად. აქედან გამომდინარე ვიდეოები ყველაზე დაცულ ადგილზე ინახება. პროექტის სლოგანია “შექმენით ტრადიცია, ჩვენ მას გავუფრთხილდებით”  (Craft your legacy. We’ll protect it).

ნახეთ, როგორები იქნებიან 35 წლის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მომავალს რეკლამას უნახავენ…

http://youtu.be/mTfDTd4mILw

http://youtu.be/00uWTnp7mdo

http://youtu.be/rR5duH3IINs

http://youtu.be/Jge2nUtc8oI

განხილვა