in

ტრადიციული რეწვის განვითარების ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, „ბრიტანეთის საბჭომპროგრამა Crafting Futures დაიწყო, რომელიც ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას. ასევეეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ გაძლიერებას, ცოდნის შეძენით და რესურსებზე წვდომით.

პროგრამა Crafting Futures ქმნის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს. პროგრამა მხარს უჭერს კვლევებს და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია ტრადიციულ რეწვასა და ხელნაკეთი ნივთების განვითარებაზე“.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროგრამის მიზანია შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება და თაობებს შორის ცოდნის გადაცემის გზით, მისი უწყვეტი განვითარება. საქართველოში Crafting Futures  ორი მიმართულებით ხორციელდება:

  1. შემოქმედებითი სწავლის მოდულის შემუშავება პროფესიული სასწავლებლებისთვის
  2. ტრადიციული რეწვის სექტორის კვლევა თაობებს შორის ცოდნის გადაცემის და ტრადიციული რეწვის სექტორში საქმიანობის არსებული ფინანსური ინტერესის შესწავლა, რათა დადგინდეს თავად სექტორის წვლილი ქართული მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში

ბრიტანული ცოდნის და გამოცდილების გაცნობა ასევე დაეხმარება პროექტის მონაწილეებს მიწვდნენ ახალ ბაზრებს თუ აუდიტორიას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელთან დიდ ბრიტანეთში და ვეხმარებით მათ მოიძიონ პარტნიორები პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. პროგრამა Crafting Futures ოფიციალურად დავიწყეთ დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში – „Crafting Futures“ პარტნიორთა ფორუმით, რომელიც 7-8 ნოემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან“, – ამბობენ „ბრიტანეთის საბჭოში“.

საინტერესოა, სხვა აქტივობებიც, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, მათ შორის პროგრამის „Crafting Futures“ პარტნიორთა ფორუმირომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

„ფორუმზე პირველად შეიკრიბნენ ტრადიციული რეწვის სფეროში დასაქმებული ოსტატები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

დიდ დაინტერესებას იწვევს მიმდინარე პროექტის ბრიტანელი პარტნიორი. აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის საბჭოს“ CRAFTING FUTURES პროგრამის ფარგლებში, პარტნიორობა ხორციელდება პლიმუთის ხელოვნების კოლეჯს (Plymouth College of Art), ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს განათლების ხარისხის ეროვნულ სააგენტოსა და განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის.

პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, ყველა სექტორი და ყველა პარტნიორობა. დავინტერესდით, რას ფიქრობენ პროგრამის ბრიტანელი პარტნიორები, რაზეც პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის წარმომადგენელი ენთუზიაზმით გამოგვეხმაურა და კითხვაზე რას ნიშნავდა მათთვის ეს პარტნიორობა, გვიპასუხა:

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „Crafting Futures“ მიზანი საფუძვლად უდევს ჩვენს საქმიანობას, რასაც ჩვენი ხელოვნების კოლეჯი Plymouth College of Art მთავარ ღირებულებად მიიჩნევსჩვენს უმთავრეს პარტნიორთან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა ორმხრივი სწავლებისა, რამდენადაც თანაბრად  ვიზიარებთ ტრადიციული რეწვის მხარდაჭერის გარდაუვალ აუცილებლობას. საქართველოში და ქართველებთან მუშაობამ ჩემს ცოდნას ნამდვილად ფართო მასშტაბები მისცა და ტრადიციული რეწვის გლობალური საზოგადოების მოქალაქედ მაქცია. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამ გამოცდილების ჩემი სტუდენტებისთვის გაზიარება. კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს  შექმნის ხელოვნებას კაცობრიობის პროგრესსა და ახალი ურთიერთობების დამყარებაში. ამ პროექტზე მუშაობა ნამდვილად დიდი სტიმულის მომცემია ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში. პლიმუთის ხელოვნების კოლეჯი გლობალური შემოქმედებითი თემის წევრია. ამ პროექტში ჩართვას ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და თან მომავალი პროფესიული ზრდის საწინდარია“, – ამბობს დოქტორი კიმ ბაგლი, პლიმუთის კოლეჯის ლექტორი (Lecturer, 3D Design Crafts, MA Subject Tutor – Ceramics).

პროექტი კვლავ აქტიურად გრძელდება და 2021 წლის შემოდგომაზე, „ეთნოფესტის“ ფარგლებში, მისი შედეგების პრეზენტაციაც იგეგმება. ჩვენ კი თვალს ვადევნებთ მოვლენებს და სიახლეებსაც მალე შემოგთავაზებთ.

 

[R]

„კენწერო“ – უფასო პლატფორმა არაფორმალური განათლებისთვის

ქართველი მარკეტერი სალომე იმედაშვილი Amazon-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი გახდა