14
Mar
2019

ღვედით გადარჩენილები – ფოტოპროექტი ავარიის მსხვერპლების მონაწილეობით

14 Mar 2019

ღვედით და ღვედის გარეშე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგები შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული იყოს. ერთ შემთხვევაში სიცოცხლე, მეორეში კი სიკვდილი შეიძლება გველოდეს. დაახლოებით, 90 ახალზელანდიელი ყოველწლიურად, ავარიაში იმის გამო კვდება, რომ ღვედი არ აქვს შეკრული. აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, ახალი ზელანდიის სატრანსპორტო სააგენტომ კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, ღვედის წყალობით გადარჩენილი მამაკაცები გადაიღეს. გადაღებისთვის მამაკაცები სპეციალურად შეარჩიეს, რადგან როგორც ახალზელანდიური სტატისტიკა იუწყება, მამაკაცები გაცილებით ნაკლებად იყენებენ ღვედს, ვიდრე ქალები.

mBank QR
mBank QR

ფოტოებზე ასახულ სხეულებზე ცხადად ჩანს დაზიანებები. რომ არა ღვედი, ისინი ცოცხლები არ იქნებოდნენ.

განხილვა