in

ეკომეგობრული შეფუთვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან შექმნეს

ნარჩენებით სავსე სამყაროში ეკომეგობრული ალტერნატივები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, უმეტესობის ფასიც სტანდარტულზე მაღალია, მაგრამ Craste  გამოსავალი იპოვა — ისეთ შეფუთვას მიაგნო, რომელშიც ხე სულ არ გამოიყენება, არცერთი პროცენტით და ბაზარზეც კონკურენტულ ფასად შეიძლება, განთავსდეს.

BOG
BOG

ჯერ იმას გეტყვით, რომ Craste ინდური კომპანიაა და რადგან ინდოეთი ყოველწლიურად 500 მილიონ ტონა მოსავლის ნარჩენს აწარმოებს, რითაც ხელს უწყობს 150 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოთავისუფლებას ატმოსფეროში, მათ გადაწყვიტეს, მოსავლის ნარჩენები ეკომეგობრული შეფუთვის შესაქმნელად გამოეყენებინათ. ამგვარად, ჯერ ფერმერებს მიაკითხეს ამისთვის, შემდეგ კი ბოჭკოვან ტექნოლოგიას მიმართეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პროცესში ნაკლები წყალია საჭირო…

შედეგად, მაღალი ხარისხის ქაღალდი მიიღეს, რომელიც მრავალნაირი შეფუთვისთვის შეიძლება, გამოიყენონ, იქნება ეს ყუთები, ქაღალდის ჩანთები თუ სხვა რამ. საკვები პროდუქტების შესანახადაც უსაფრთხოა. მყარი და მოქნილია, რის გამოც ფორმასა და ზომასაც ინარჩუნებს. 

 

როგორ გავიგოთ, რატომ ვართ გადამწვარი

ალტაში გულშემატკივრობა ფასდება: გაამხნევე საქართველოს ნაკრები და მიიღე დამატებითი საჩუქრები