in

Crave you – ქართველი დების ხელით შექმნილი კოლგოტებისა და ქალის თეთრეულის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Crave you ბრენდია, რომელიც სულ რაღაც, 1 კვირის წინ ჩამოყალიბდა და მომხმარებელს გაფორმებულ კოლგოტებსა და ქალის თეთრეულს სთავაზობს. დამფუძნებლები დები თამთა და ელენე გარუჩავები არიან, რომლებიც ნემსითა და ძაფით მუშაობენ თავიანთ პროდუქციაზე. ბრენდის შექმნის მიზანი საჭირო ნივთების საზოგადოების წინაშე ორიგინალურად წარდგენაა. მარკეტერს ესაუბრა ელენე გარუჩავა საკუთარ გამოცდილებაზე, ბრენდის სახელსა და საქმიანობის სპეციფიკაზე.M: ელენე, გაგვეცანით, რა გამოცდილება გაქვთ კერვასა და დიზაინთან?
რაც თავი მახსოვს, ჩვენ, სათამაშოების მაგივრად, კერვით, ქსოვითა და ქარგვით ვერთობოდით. ეს, ალბათ, დედის დამსახურებაა, რომელსაც ხელსაქმე ძალიან კარგად გამოსდის. ჩვენი პროფესიები ამ სფეროსთან არცთუ ისე ახლოსაა, მე 21 წლის მსახიობი და გრაფიკული დიზაინერი ვარ, ჩემი და კი 26 წლის რესტავრატორი.

M: სახელი Crave you რა კავშირშია თქვენს პროდუქციასთან?
სახელზე დიდი ხანი ვფიქრობდით, სიმართლე გითხრათ, რაიმე ქართული გვინდოდა, მაგრამ მივხვდით, რომ არცერთი სახელი ზუსტად არ გადმოსცემდა იდეას. ამიტომ, გადავწყვიტეთ “Crave You”, რადგან ამ სიტყვას, როგორც ჩვენ მიერ წარმოდგენილ ნივთებს, ზუსტი ქართული განმარტება არ აქვს. ინსპირაცია კი იმ მომენტში ჩართული Flight Facilities-ის Crave You იყო. M: რა მასალისგან ამზადებთ, რამდენ ხანში და შეკვეთებს თუ იღებთ?
ჩვენთვის საჭირო მასალა თბილისში რთული მოსაპოვებელია, რადგან თითქმის ყველა მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქციაა. ძირითადად, კაპრონის ან გამჭვირვალე, წვრილი ძაფებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, დრო ნივთის დამზადების სირთულეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დატვირთულია ის მძივებითა და ფერადი ქვებით. ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე.M: სად შეიძლება Crave you-ს პროდუქციის შეძენა ?
ჩვენი პროდუქციის მიწოდება საქართველოს ყველა კუთხეშია შესაძლებელი. უახლოეს მომავალში, მათი შეძენა, შესაძლებელი იქნება თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებში, ხოლო ამ მომენტისთვის – „ო მოდა მოდაში“. ამ ეტაპზე, მხოლოდ  გაფორმებულ კოლგოტებსა და ქალის თეთრეულს ვაკეთებთ, სულ მალე კი წინდებს, საძილე ნიღბებს, კაბებსა და სხვა ნივთებს დავამატებთ.

საყვარელი ლეკვებით ჩანაცვლებული შვილები ფოტოებზე – Pedigree–ს სახალისო პოსტერები

სტარტაპი “მიდი” – “ოღონდ მართლა”