in

ეტიკეტი შეგვახსენებს იმას, რაც ღვინის დალევის შემდეგ ხდება

ღვინოს ტრანსფორმაციული უნარი რომ აქვს, ამაზე თუ დაფიქრებულხართ? ჩვეულებრივ კერძს სასიამოვნოდ აქცევს, უბრალო შეხვედრას დასამახსოვრებელ თარიღად, ჩვეულებრივ საღამოს კი მხიარულ წვეულებად. სწორედ ეს გახლდათ Crazy Grapes-ის ჩამოყალიბების წინაპირობა — ღვინის ბრენდის, რომელსაც აქვს ძალა, ყველაზე ცუდი პერსონაჟიც კი ახალ ამაღელვებელ სუბიექტად გარდაქმნას.

BOG
BOG

ისიც უნდა ითქვას, რომ ღვინოს მხოლოდ სიტუაციების შეცვლის უნარი კი არა, აზროვნების შეცვლაც შეუძლია. აი, მაგალითად Crazy Grapes-ში არსებული Monatrell-ის ყურძნები განსაკუთრებულ ტრანსფორმაციულ ძალას გვთავაზობენ. ღვინის კოლექციაც ისტორიის ყველაზე ცნობილ ბოროტმოქმედებს წარმოგვიდგენს, რაც კვლავ მის ტრანსფორმაციულ ძალას შეგახსენებთ, თუნდაც ეტიკეტზე დატანილი ყურძნის წითელი წერტილებით… დიახ, ჯამბაზების ცხვირს ჰგავს, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, მალევე აღმოაჩენთ, რომ ეტიკეტზე Crazy Grapes-ია დატანილი.

თუმცა გვაფრთხილებენ, შეფუთვა თუ არა, ღვინო მაინც მიიღეთ სერიოზულადო… 

,,აჩუქე წიგნი’’ – ბიბლუსის ყოველწლიური კამპანია

როგორ წარმოიშვა მუსიკა? — Carlsberg-ის ვიდეორგოლი