30
Jul
2018

2050 წელს, ოკეანეში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება! – Espacio CREA-ს ვიდეორგოლი

30 Jul 2018



ზღვის პროდუქტები გემრიელი კერძების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს, უფრო მეტიც, ბევრი სახეობა ძვირადღირებულ დალიკატესსაც წარმოადგენს. თუმცა, გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ცოტა ხანში თევზის ნაცვლად, თეფშზე პლასტმასი აღმოჩნდეს. ორგანიზაცია Espacio CREA-მ საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც მისთვის სააგენტო Piece of Cake-მა მოამზადა.

 

განხილვა