ავეჯის წარმოების სექტორში ახალი კომპანია გამოჩნდა – „კრეადამო“ სამზარეულოების ერთადერთი ინდუსტრიული სახელოსნოა, რომელსაც შექმნის ენერგია ამოძრავებს.
კომპანიის ფორმირება დაიწყო მმართველობით საკონსულტაციო კომპანიასთან, „სინერჯი ჯგუფთან“ თანამშრომლობით. პაპუნა ტოლიაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა კორპორაციული სტრუქტურა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროცესები. შემუშავებული ბიზნეს მოდელი საჭიროებდა ბრენდის სტრატეგიას და ხასიათს, რაზეც სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა, ალექსი ჩიქოვანმა და ბრენდ სტრატეგმა, შოთა ჩინჩალაძემ ერთობლივად იმუშავეს. ბრენდის ვიზუალური იდენტობა კრეატიულმა სააგენტომ, Holy Motors-მა, გიორგი ავალიანისა და ნიკა კუმბარის ხელმძღვანელობით შექმნა.
ბრენდის მისიაა: სამზარეულოების ყველაზე თანამედროვე ტენდენციები მყისიერად ავსახოთ ადამიანების სახლებში.
ბრენდის ხედვაა: მოვუხსნათ ადამიანებს ყოველმხრივ გამართული სამზარეულოს დაგეგმვის, შეძენისა და დროულად მიღების პრობლემა.
„კრეადამო“ სამზარეულოების ერთადერთი ბრენდია, რომელიც შექმნის ენერგიით დამუხტულს კეთებისკენ გიბიძგებს. თავად სახელწოდება „კრეადამო“ თავის თავში ორ სიტყვას აერთიანებს „კრეატიული ადამიანი“. ამ სავაჭრო ნიშნით წარმოებულ ნებისმიერ სამზარეულოში მზადება, ტრიალი და ფუსფუსი შემოქმედების ტოლფასია. პირველი საიმიჯო ვიდეორგოლი ამ კონცეფციაზე დაფუძნებით სარეკლამო სააგენტო ADSFY-მ შექმნა.
_________________________
Credits
ბრენდი: კრეადამო
პროექტი: დაბადებით შემოქმედი
მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი: მაკა ასათიანი
სარეკლამო სააგენტო: ADSFY
კრეატიული დირექტორი: ლევან ზირაქაშვილი
ქოფირაითერი: მაკა ასათიანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი მხეიძე
ხმის რეჟისორი: კახა ბერეკაშვილი
წარმოების დიზაინერი: თეონა ელიზარაშვილი
ოპერატორის ასისტენტი: ოთარ შავერდაშვილი
განათება და გრიფი: ბექა დვალიშვილი, გიორგი ჩოფლიანი
წარმოების ასისტენტი: გიორგი გელაშვილი, ოთარ შავერდაშვილი
რესპონდენტები: შოთა ჩინჩალაძე, ალექსი ჩიქოვანი, გიორგი ავალიანი
მსახიობი: სოფო შეწირული
გრიმი: ანი სარალიძე
გრაფიკა: შალვა მიქუტიშვილი
ფერის კორექცია: ლევან ზირაქაშვილი
ხმა: Voices.ge
ფინანსური მენეჯერი: გვანცა სეფიშვილი
განსაკუთრებული მადლობა: ნინო არევაძე, ლევან ზაალიშვილი
[R]