in

Viber-ში შენი სტიკერის შექმნა შეგიძლია

Viber მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ციფრული პლატფორმაა. აპლიკაცია საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. მარტივი და კომუნიკაციისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი შეტყობინებები. ახლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო სახალისო გახდება, სერვისს ფუნქცია „შექმენი სტიკერი” [Create a Sticker] დაემატა.

BOG
BOG

Android სისტემის ბოლო განახლებით, მომხმარებელს შეუძლია, სტიკერების საკუთარი კოლექცია შექმნას. ამისთვის, უბრალოდ, ახალ ფუნქციაში უნდა შეხვიდეთ ან ნებისმიერი ჩატის მენიუდან გადახვიდეთ სტიკერებზე, ჩასვათ ფოტო ალბომიდან, ან გადაიღოთ ახალი. თუ მოგინდებათ, დაარედაქტიროთ კიდეც: გაადიდოთ/დააპატარაოთ, ამოატრიალოთ, მოჭრათ ან ანიმაციური დეკორაციებით გააფორმოთ სურათი. შემდეგ ინახავთ სტიკერს მხოლოდ თქვენთვის, ან უთითებთ, რომ გსურთ, ჩატის სხვა წევრებმაც ნახონ და გამოიყენონ.

Viber-ის ახალი ფუნქცია Play Store-ზე სულ რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. მათ კი ვინც iOS სისტემას იყენებს ან აპლიკაცია კომპიუტერში აქვს დაინსტალირებული, ცოტა ხანს ლოდინი მოუწევთ, მაგრამ ზუსტად როდემდე, ჯერ უცნობია.

 

„არასაჭირო გამოგონებები“ – კაბელი ეარპოდისთვის და სხვა ნივთები

29 სექტემბერს რიგით მერვე თბილისიმარათონი გაიმართება