in

როგორ შევქმნათ Instagram-ზე გაყიდვების ძაბრი, კონვერსიის ზრდისთვის, რეკლამის გარეშე

თუკი უკეთესი გზა გჭირდებათ თქვენი ინსტაგრამ არხის გასაუმჯობესებლად ან გსურთ თავი აარიდოთ სარეკლამო დანახარჯებს, მომხმარებლების შეძენისას, გეტყვით, რომ ამ სტატიაში ნახავთ, როგორ გამოიყენოთ ორგანული კონტენტი აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად.

იმის მიუხედავად, რას ყიდის თქვენი ბიზნესი – პროდუქტს თუ მომსახურებას, Instagram-ზე ნახავთ ჩაშენებულ ინსტრუმენტებს, ლიდების გენერირებისა და გაყიდვების ზრდისთვის. იქომერს პროდუქტებისთვის, Instagram გაყიდვები საუცხოოდ მუშაობს. ინსტაგრამ მაღაზიის დახმარებით, შეგიძლიათ კონტენტი და მაღაზია გვერდიგვერდ გქონდეთ და პროდუქტები მიამაგროთ პოსტს, რილსსა და სთორებს.

Instagram-ის მაღაზიები განკუთვნილია ფიზიკური და არა ციფრული პროდუქტებისთვის, შესაბამისად, ის არ იმუშავებს ყველა ბიზნესისთვის. თუ თქვენი ბიზნესი ყიდის ციფრულ პროდუქტებს, გამოიყენეთ თქვენი ინსტაგრამის ბიო ბმული, რათა მიმართოთ კლიენტებს თქვენს მობილურზე ოპტიმიზებულ ლენდინგ გვერდზე. მესამე მხარის ხელსაწყოებით კი, როგორიცაა Linktree ან Linkpop, თქვენ შეგიძლიათ ლენდინგ გვერდით ადვილად გაყიდოთ.

თუ სერვისს ყიდით, დაამატეთ Instagram-ზე მოქმედების ერთ-ერთი ღილაკი თქვენს პროფილს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი Book Now, რათა დაჯავშნოთ თქვენს რესტორანში ხელმისაწვდომი სერვისები. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „მიიღეთ შეთავაზება“, რათა პირდაპირ Instagram-ზე გამოიმუშაოთ ლიდები.

გაითვალისწინეთ, რომ ჯავშნის ღილაკები მოითხოვს Instagram-ის პარტნიორ პლატფორმასთან ინტეგრაციას. Instagram-ის ლიდების გენერირების ღილაკი არ უკავშირდება მესამე მხარის აპებს, თუმცა ის თქვენგან აპს-შიდა ფორმის დაყენებას მაინც მოითხოვს.

გაყიდვების არხების არჩევის შემდეგ, უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი საუკეთესო შეთავაზება პოტენციური მომხმარებლების მიმართ. Instagram რამდენიმე სასარგებლო ინსტრუმენტს გთავაზობთ თქვენი აუდიტორიის გასაცნობად, ასევე, იმის გასაგებად, თუ რა იმუშავებდა საუკეთესოდ.

თუკი არ იცით, რა წაახალისებდა გაყიდვების ზრდას, პოსტის, გამოკითხვის ან სხვა საშუალებით ჰკითხეთ აუდიტორიას, რა სახის კონტენტის გაცნობას ისურვებდა, როგორი ახალი ფუნქცია მოეწონებოდა და ა.შ. თქვენი ბრენდ პერსონა ან იდეალური მომხმარებლის პორტრეტი თქვენს გუნდს დაეხმარება შეიმუშაოს კონტენტი, რომელიც რეზონირდება საზოგადოებასთან და მოგიტანთ შედეგებს. აუდიტორია შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს პლატფორმის მიხედვით. თქვენი ბრენდის Instagram-ის გამომწერების ზუსტი ანალიტიკისთვის, მისაღებად, შეამოწმეთ თქვენი ექაუნთის მეტრიკები.

შეგიძლიათ შეისწავლოთ აუდიტორია თქვენს Instagram პროფილზე ნავიგაციით და პროფესიონალური გვერდის დათვალიერებით. დააკვირდით მონაცემებს, დემოგრაფიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, ჩართულობას, ასაკსა და სქესს.

ინსტაგრამის ძაბრის მნიშვნელოვანი ნაწილია კონტენტი, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. დაეხმარეთ აუდიტორიას ახლის აღმოჩენასა და თქვენი ბრენდის უკეთ გაცნობაში. შესაძლოა, გინდოდეთ კომუნიკაციის კონვერსიაზე ორიენტირებული პოსტებით დაწყება, თუმცა სჯობს, გაითვალისწინოთ, რომ საწყის ეტაპზე, როცა მომხმარებელი ძაბრის ზედა ნაწილშია, ის არაა მზად შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად და არ გამოგვყებათ ამ ნაწილში.

ამის ნაცვლად, შექმენით კონტენტი, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს თქვენი ბრენდის გაცნობასა და თქვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გააზრებაში ეხმარება. მაგალითად, გასართობ კონტენტს შეუძლია უპასუხოს მიმდინარე ტენდენციებს ან აჩვენოს თქვენი ბრენდის ადამიანური მხარე. საგანმანათლებლო კონტენტს შეუძლია აჩვენოს, თუ როგორ გამოიყენონ თქვენი პროდუქტები ან მათი მახასიათებელი უკეთ გაიაზრონ.

ინსტაგრამის გაყიდვების ძაბრის მომდევნო ეტაპია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს ყიდვისკენ უბიძგებს. მიეცით წონიანი მიზეზი, რომ შეიძინონ თქვენი პროდუქტი. სწორი კონტენტითა და ტაქტიკით, ყიდვამდე მათ მოქნილად მიიყვანთ.

პროდუქტის სპეციფიკაცია და მისიი მოსინჯვა. საგანმანათლებლო კონტენტის შექმნისას, უმჯობესია ძირითადი უპირატესობებისა და ბრენდის კონცეფციების ფართო მიმოხილვა. თუმცა, როდესაც გსურთ მიმართოთ შუა ძაბრის პოტენციურ მომხმარებლებს, უმჯობესია მოიშველიოთ დეტალები.

ძაბრის შუაში მყოფი მომხმარებლები, დიდი ალბათობით, ჩაერთვებიან თქვენს კონტენტში. ისინი უფრო მეტად აღიქვამენ კონტენტის მნიშვნელობას, სადაც პროდუქტებისა და სერვისების განხილვა ან კონკურენტული უპირატესობაა ნაჩვენები.

ლიდების გენერირება და ექსკლუზიური კონტენტი

როდესაც ისეთ მოთხოვნად კონტენტს აწვდით მომხმარებელს, რომელთა ლიდებად გარდაქმნა გსურთ, მიაწოდეთ მათ ექსკლუზიური კონტენტი. ესაა ღირებული ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ამ ადამიანებს ეგზავნებათ და მეტი სარგებლობა მოაქვს ბრენდისთვის. ის მომხმარებლებს უბიძგებს თავადაც გაგიზიარონ ღირებული ინფორმაცია, რა მათ ეხებათ. ესაა სამართლიანი მიმოცვლა, რასაც საბოლოო ჯამში, კონვერსიის ზრდა მოყვება.

დიდი ყურადღება სჭრიდება პირად მიმოწერაზე პასუხსა და კომენტარებს. ესაა კიდევ ერთი საშუალება, რომ ადამიანების ნდობა მოიპოვოთ და გაყიდვების ძაბრში მათი ხარისხი გაზარდოთ.

კონტენტი კონვერსიის გასაზრდელად. დამხმარე კონტენტისა და ინბოქსში აქტიური კონტაქტით, თქვენ შეგიძლიათ თანდათანობით აქციოთ პოტენციური მომხმარებლები მყიდველებად. თუკი ატყობთ, რომ ისინი ძაბრის ქვედა ნაწილისკენ მიდიან, დროა ფოკუსირება კონვერტაციებისკენ მიმართოთ.

თუ თქვენს ბრენდს აქვს ინსტაგრამის მაღაზია, კონვერსიის მისაღებად ყველაზე მარტივი გზაა პროდუქტის თეგების დამატება კონტენტზე. Instagram მხარს უჭერს პროდუქტის თეგებს სთორებში, პოსტებში, რილებსა და ლაივში, შესაბამისად, თქვენ გაქვთ უამრავი შესაძლებლობა კონვერტაციის განსახორციელებლად.

 

წყარო: socialmediaexaminer

ახალი ბალიში ხვრინვას აფიქსირებს და მომხმარებლის თავს ავტომატურად ასწორებს

Instagram საწყისი გვერდის ახალ დიზაინს აქვეყნებს