17
Jan
2020

“შექმენით თქვენეული სამყარო” – Pantone-მა ბუნებაში უჩვეულო ფერების შეტანით მოგვიწოდა

17 Jan 2020

Pantone-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მოგვიწოდებს, ფერების ათვისებით ჩვენეული სამყარო შევქმნათ. სწორედ ამიტომ ფერების ინსტიტუტმა სარეკლამო სააგენტო TBWA/Paris-სთან ერთად უჩვეულო ტონალობებით სავსე ბუნება შექმნა. ბუნება, რომელშიც მექსიკური კაქტუსი ლურჯია, ბალახი – წითელი, ცა კი – მწვანე.

ირეალური სამყარო მართლაც ბადებს იმის შეგრძნებას, რომ სადღაც, სხვაგან სხვაგვარი სამყარო არსებობს. შეიძლება, ეს სამყარო ჩვენს წარმოსახვაშია, უბრალოდ მას აღმოჩენა სჭირდება. სწორედ ამიტომ Pantone ცდილობს, საზოგადოებამ მეტი დრო დაუთმოს შემოქმედებითად აზროვნებას და იმ სამყაროში იცხოვროს, რომელშიც მოესურვება.

განხილვა