in

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხმოვანი კონტენტის შექმნა უფრო გაგიმარტივდებათ

createAIvoiceovers არის ონლაინ აუდიო კონვერტაციის text-to-speech ხელსაწყო, რომელიც იყენებს სინთეტიკური მეტყველების ტექნოლოგიას ხელოვნური ხმების შესაქმნელად. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ეს არის იდეალური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს განათლების, მარკეტინგის, გართობისა და ზოგადად, ნებისმიერი აუდიო კონტენტის წარმოების თვალსაზრისით.

მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც კონტენტ კრეატორებს, ისე პროდუქტის დიზაინერებს. პროგრამას აქვს 220 ენა, ფონური მუსიკა და სპეციალური ხმის ეფექტები, რომლებიც კარგად დაეხმარებათ მათ გლობალური აუდიტორიის ჩართვაში. AI Voiceovers საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან სრულყოფილი გახმოვანება თავიანთი ბრენდისთვის, გააძლიერონ თავიანთი ისტორიები და ციფრული გამოცდილება ხმის მრავალფეროვანი სტილის, აქცენტებისა და ენების ძალიან მარტივი და ეკონომიური გამოყენებით.

პროგრამა გთავაზობთ:

  • ჩვეულებრივ, სინთეზირებულ მეტყველებას;
  • AI ხმას, რომელიც ასახავს თქვენი ბრენდის იდენტურობას;
  • ხმის რეგულირებას თქვენი სცენარებისთვის: სიჩქარე, სიმაღლე, პაუზა და სხვა;
  • AI ხმის გენერატორს;
  • Cloud-ზე განთავსებას.

AI მეტყველების ბოლოდროინდელი ხმები ბევრად უფრო დახვეწილია. თუკი ადრე რობოტული ხმები იყო, ახლა მას თითქმის ვერ გაარჩევთ ადამიანის ბუნებრივი ხმისგან. AI Voiceovers.com-ის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ტრადიციული სტუდიური ჩანაწერების ღირებულება და დრო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს ადამიანის გახმოვანება, ტექსტის მეტყველების ხმები ხდება პოპულარული ვარიანტი ხმოვანი პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ხარჯების მინიმიზაციას და წარმოებისთვის უფრო სწრაფ დროს.

WhatsApp-მა პირველი ფილმი გამოუშვა!

Kamkhadze PA – პირველი ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო იურიდიული კომპანია ფლორიდაში, რომელიც აშშ-ში იმიგრაციის მსურველ ქართველებს იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს