in

დედამიწა 500 მილიონი წლის განმავლობაში აყალიბებდა და შთანთქავდა კონტინენტებს

როდესაც დედამიწა სულ „ახალგაზრდა“ პლანეტა იყო, მან მრავალ კონტინენტი შვა. შემდეგ კი შთანთქა და მხოლოდ რამდენიმე მათგანის კვალი დატოვა.

ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ ამ პირველ კონტინენტებს სწრაფი სიკვდილის უნარი ჰქონდათ, თუმცა ეს მყარი კონტინენტების წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენდა.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კონტინენტები არსებობის ადრეულ სტადიაში (4.5 – 4 მილიარდი წლის წინ) მიდრეკილი იყო სისუსტისა და თვითგანადგურებისკენ. შემდეგ კი ეტაპობრივად გამოიმუშავა მდგრადობა ჩვენი თანამედროვე კონტინენტების ბირთვის შესაქმნელად.“ – განაცხადა მეცნიერმა ფაბიო კაპიტანიომ.

მეცნიერებმა, დედამიწის ქერქის ქვეშ არსებული ქვისა და მაგმის ურთიერთქმედების მოდელირებისთვის, გამოიყენეს კომპიუტერები. მოდელირებამ აჩვენა, რომ ადრეული კონტინენტები პლანეტის ზედაპირის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა. დედამიწის ფენები, რომლებიც განლაგებული იყო ქერქის ოდნავ ქვემოთ, ზედაპირისკენ მიიწევდა. ეს კვლევა გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ დედამიწის წარსულის შესახებ.

ჰადეანის სახელით ცნობილი კონტინენტები (4.6 – 4 მილიარდი წლის წინ) გაჟონილმა მაგმამ შთანთქა და განადგურდა, რისგანაც შემდგომ ახალი კონტინენტები წარმოიქმნა. მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამან ერთგვარი საფუძველი შექმნა მყარი კონტინენტებისთვის.

არქეანის კონტინენტები (4 – 2.5 მილიარდი წლის წინ) თითქმის სრულიად ჩაანაცვლა თანამედროვე კონტინენტებმა.

ამ სცენარით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ გაჩნდა თანამედროვე ფილების ტექტონიკა, რომელიც უფრო მყარ საძირკველს ქმნის. მოდელირება ასევე გვიჩვენებს, რომ ამ ადრეული კონტინენტების ზოგიერთი ნაწილი ზედაპირზე დარჩა და სტაბილური, სქელი “ფესვები” აქვთ ქერქში. ეს ნაჭრები დღესაც არსებობს და ცნობილია, როგორც კრატონი. ერთ-ერთი მათგანი, Laurentia, ქმნის ჩრდილოეთ ამერიკის ბირთვს.

ასევე მკვლევარები ამბობენ, რომ ჰადეანის კონტინენტებმა წარმოქმნა მინერალური სასუქი, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო დედამიწის ნაყოფირებას და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებები.

მაკაპუნო ქოქოსი და მთის ჟოლო – ყავის ორი ახალი გემო „მეამასგან“

რა არის 2020 წლის საუკეთესო საჩუქარი? – Jung Von Matt-ის ნამუშევარი