in

რატომ უნდა ვისაუბროთ შემოქმედებით გადაწვაზე?

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური შეკრებები და ღონისძიები არის საშუალება, ხელახლა დაიმუხტონ, იმსჯელონ, იპოვონ შთაგონება, ისწავლონ რაღაც ახალი და განსხვავებულად შეხედონ მოცემულობას.

თანაც ეს ისეთი სფეროა, სადაც საქმე ყოველთვის არის და ხშირად არც ისე მარტივია დასამუხტად დროის გამონახვა. ზოგიერთ სფეროში ადამიანები უფრო მეტად განიცდიან მუდმივ სტრესს და დაღლილობას, ვიდრე სხვაგან (მაგალითად, მეხანძრეები, პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები და ექთნები). ამ სფეროში მყოფი ადამიანებისთვის საქმე არასოდეს არის „შესრულებული“, ყოველთვის ჩნდება ახალი საზრუნავი.

განტვირთვის გარეშე კი, კარიერული გადაწვა გარდაუვალია. ეს ნიშნავს ენერგიის დაქვეითებას, გონებრივ დისტანცირებას სამსახურთან, პროფესიული ეფექტიანობის შემცირებას.

მსგავსი სიტუაციაა კონტენტის პრაქტიკოსების შემთხვევაშიც. კონტენტ მარკეტინგის არცერთ გუნდს არ აქვს გადაწვის ფუფუნება. მიუხედავად ამისა, გუნდები და ცალკეული პროფესიონალები მაინც განიცდიან გადაწვას. ზოგჯერ ისინი ციყვის ბორბალში გრძნობენ თავს. მათ საქმეში არ არსებობს ცნება „საკმარისია“. ვერცერთი კონტენტ კრეატორი ვერ შეძლებს ასეთ პირობებში გადარჩენას.

CMI-ის ბოლო (ჯერ არ გამოქვეყნებულა) კვლევის მიხედვით, კონტენტ პროფესიონალების 71% ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კონტენტ მარკეტინგი უფრო მნიშვნელოვანი გახდა მათი ორგანიზაციებისთვის. სხვა 25%-მა განაცხადა, რომ კონტენტის მნიშვნელობა ყოველწლიურად იგივე რჩება.

ახალ კვლევაში, კონტენტ მარკეტერები აღნიშნავენ, რომ მათ სჭირდებათ მეტი – მეტი მხარდაჭერა, მეტი პერსონალი, მეტი ბიუჯეტი, მეტი განათლება და მეტი ტექნოლოგია.

CMI-მ ცალკე კვლევა დაუთმო იმის დადგენას, თუ როგორ აფასებენკონტენტ მარკეტერები თავიანთ კარიერას, ხელფასს და ამჟამინდელ როლებს.

პრაქტიკოსთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია თავისი სამუშაოთი (56%). თუმცა ბევრი მტკიცებულებით, არაერთი განიცდის იმედგაცრუებასაც.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მკაფიო კარიერული გზის არარსებობაა: კონტენტის პრაქტიკოსთა 67%-მა თქვა, რომ მათ ან არ ჰქონდათ მკაფიო კარიერული გზა, ან ხედავდნენ მკაფიო გზას, მაგრამ ეს არ იყო მიღწევადი მათ ამჟამინდელ დამსაქმებელთან.

ასე რომ, გასაკვირი არ არის, 57%-ის განაცხადი, რომ ისინი აქტიურად ეძებენ ახალ სამუშაო გარემოს. კონტენტ მარკეტერებს უყვართ თავიანთი საქმე, მაგრამ ვერ გრძნობენ გასაქანის არსებობას ამჟამინდელ საქმიანობაში.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ შინაარსის გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად?

აიღეთ შვებულება

დაისვენეთ სამსახურისგან. გადახედეთ ლამაზ ადგილებს, ცადეთ რაიმე ახალი, საიდანაც განსხვავებულ ემოციებს მიიღებთ. ნუ დაელოდებით გადაწვას იმისათვის, რომ დაისვენოთ.

ჩადეთ ინვესტიცია მიმართულების ხელახლა განსაზღვრაში

აქციეთ განახლება თქვენი პრაქტიკის ნაწილად. ხელახალი კალიბრაცია ხდება მაშინ, როდესაც ჩერდებით რუკის შესამოწმებლად და დარწმუნდებით, რომ კვლავ მიდიხართ სასურველი მიმართულებით. რეკალიბრაციას მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. განვიხილოთ გუნდური გასეირნება, საგანმანათლებლო სემინარი ან კონფერენციაზე დასწრება.

აირჩიეთ გზა, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაჩეროთ მომენტი, დაფიქრდეთ და განიხილოთ თქვენი ნამუშევარი ახლებურად.

დააჭირეთ პაუზის ღილაკს

დაუთმეთ დრო ამ კითხვის განხილვას: „ჩვენ ვაშენებთ რაიმეს, თუ უბრალოდ კონტენტის საჭიროებას ვაკვირდებით?“. თუკი სულ მოუსვენარ რეჟიმში ხართ, დროა, შეჩერდეთ. არ არის ადვილი, თუმცა მნიშვნელოვან მიგნებებამდე მიგიყვანთ. ზოგჯერ, შეჩერება ის სწორი გადაწყვეტილებაა, რაც აუცილებელია სამომავლო წინსვლისათვის.

 

წყარო: contentmarketinginstitute

როგორ ავაწყოთ კონტენტ-კალენდარი?

როგორ გავაერთიანოთ SEO-სა და Google Ads-ის ძალები