in

ვინ შეაფასებს შემოქმედებითი ეფექტურობის კატეგორიას Ad Black Sea 2019-ზე?

ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea 2019 შემოქმედებითი ეფექტურობის კატეგორია წელს დაემატა. კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ნამუშევრებს, რომლებსაც ჯილდო აქვთ მიღებული ან მოხვდნენ შორთლისთებში Ad Black Sea-ზე, KIAF-ზე, Cannes Lions-ზე ან სხვა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, 2016-2019 წლებში. ნამუშევრებმა უნდა აჩვენოს ეფექტურობა, შედეგი, რასაც კრეატორებმა შემოქმედების საშუალებით მიაღწიეს. ცნობილია კატეგორიის ჟიურიც, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიების სამი წარმომადგენელია:

კარპატ პოლატი – სააგენტო KARPAT, თურქეთი

ლორნა ჰაუტინი – TBWA Manchester, UK

ალექსას დროჟდოვსკისი – Yandex Zen, ლიეტუვა

ნინჩო ეგაძე – TBC, საქართველო

დიმიტრი ვაჩნაძე – Europebet, საქართველო

ეკა ყიფიანი – JWT Metro, საქართველო

შეფასების კრიტერიუმები: 25% იდეა, 25% სტრატეგია, 50% – გავლენა და შედეგები. კატეგორიის ჟიურის შემადგენლობა სულ მალე გახდება ცნობილი. “შემოქმედებითი ეფექტურობის” ქვეკატეგორიებია: კრეატიული ეფექტურობა, კრეატიული ეფექტურობა ქველმოქმედებისთვის/არაკომერციული მიზნებისთვის, გრძელვადიანი კრეატივი.

კატეგორიის მოთხოვნებს, გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

რა ხდება, როცა კარიერაში ფულზე მაღლა სიამოვნებას აყენებთ?

სიყვარულს ძაღლებისთვისაც არ აქვს მანძილი – Ikea-ს რეკლამა