„კრეატივ ეპიზოდისა“ და რესტორან LUMI-ის პარტნიორობა ცოტა ხნის წინ გადაწყდა. Creative Episode არის Episode Group-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ქუთაისის ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა და მოიცვა მთლიანად საქართველო. კომპანიაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს მენეჯმენტის, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ, ამიტომ შეაჩერეს არჩევანი LUMI-ის დამფუძნებლებმა „კრეატივ ეპიზოდზე“.
ალბათ, დაგებადებათ კითხვა, რატომ LUMI?! პასუხი მარტივია — რესტორანი მიმზიდველია მისი მდებარეობით, განთავსებულია ძველ ბათუმში, გამორჩეულია საოცარი ხედებით, რაც ტურისტებისთვის და მოსული სტუმრებისთვის ძალიან მიმზიდველია. შიდა ინტერიერში გამოყენებულია ფერების პასტელური პალიტრა, ბუნებრივი მცენარეები კი ინტერიერის ერთ მთლიანობას ქმნის.
„როდესაც კრეატივ ეპიზოდისა და რესტორან LUMI-ის კოლაბორაცია გადაწყდა, თავიდანვე შევთანხმდით, რომ ჩვენი შემოსვლა ბაზარზე უნდა ყოფილიყო დახვეწილი და გამორჩეული. სტუმრებს ვთავაზობთ გემოვნებიან მუსიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლასიკურ მუსიკას და ქართულ თანამედროვე სიმღერებს, თუმცა გარკვეულ დღეებში გვეყოლება უცხოელი დიჯეები, ბენდები“, — ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი, „კრეატივ ეპიზოდის“ დირექტორი.
როგორც იცით რესტორანში მუსიკის და ინტერიერის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამზარეულოს. შეფმზარეული ლაშა ტაბაღუა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს, LUMI-ში მოსულ სტუმარს სთავაზობს როგორც ქართულ ისე ევროპულ სამზარეულოს. მისი ხელწერა იმით არის გამორჩეული, რომ მას შეუძლია არ დაკარგოს ქართული სამზარეულოს ტრადიციული გემო და წარმოგიდგინოთ თანამედროვე ელემენტებით.
„რატომ უნდა გვეწვიოთ LUMI-ში?! თუ გინდა, შეიგრძნო ბათუმი, თავისი ულამაზესი ხედებით, თუ გინდა მოუსმინო გემოვნებიან მუსიკას და მიირთვა გამორჩეული კერძები, რა თქმა უნდა, ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. ამიტომ, გელოდებით ყველას ბათუმში, რუსთაველის 19/4“, — აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი, „კრეატივ ეპიზოდის“ დირექტორი.
[R]