in

კრეატიული მარკეტინგი – გაზაფხულიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

პირველად საქართველოში, გაზაფხულიდან, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში იწყება სრულიად ახალი კურსი, სახელწოდებით კრეატიული მარკეტინგი.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყოველდღიური რუტინა, რომელიც ხელს უშლის ჩარჩოების გარეთ აზროვნებასა და  ადამიანის რეალური შესაძლებლობების გამოვლენას, ძალიან მნიშვნელოვანია  ისეთი კურსების-ან კურსის არსებობა რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანში მისი პოტენციალის რეალიზებას.

კრეატიული მარკეტინგის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის. კრეატიული აზროვნება პირდაპირ ეხმიანება მარკეტინგში არსებულ გამოწვევებს. ამიტომაც, კურსის მიზანია მონაწილეებში განავითაროს უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ მოახდინონ საინტერესო, აქტუალური და ინოვაციური იდეების, პრაქტიკაში გამოყენება.

კურსი საინტერესოა მარკეტინგში და რეკლამაზე მომუშავე ადამიანებისთვის, მენეჯერებისთვის და უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

image2კურსი არის ინტერაქციური და შედგება პრაქტიკული დავალებებისგან. კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • მარკეტინგის ფსიქოლოგიური საფუძვლები
  • ბრენდინგი და მარკეტინგი
  • პროდაქშენი
  • რეკლამის ფსიქოლოგია
  • სტრატეგიული მარკეტინგი

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ თვეს, საიდანაც მონაწილეები ბოლო ერთი თვის მანძილზე ითანამრომლებენ საქართველოში არსებულ პრესტიჟულ და გავლენიან კომპანიებში. მათ მიეცემათ საშუალება ჩაიხედონ კომპანიების შიდა სამზარეულოში, კურსზე მიღებული გამოცდილების გამოყენებით განახორციელონ სხვადასხვა პროექტები და მიიღონ უნიკალური გამოცდილება. კომპანიები იტოვებენ უფლებას დაასაქმონ მათ მიერ მოწონებული სტაჟიორები.

კურსის დასასრულს, მონაწილეები მიიღებენ  სერტიფიკატს.

დღეს ყველა სერიოზული კომპანიისთვის აქტუალურია ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც შეძლებენ მათთვის ღირებული პროექტების შექმნას და შემდეგ მათ დანერგვას. კრეატიული მარკეტინგის კურსი დაგეხმარებათ გახდეთ ნებისმიერი კომპანიისთვის სასურველი თანამშრომელი.

ჩენთან ერთად, აღმოაჩინეთ საკუთარი თავი ახლიდან. აღმოაჩინეთ მეტი.

[R]

გაციების დიაგნოსტიკა “outdoor -კამპანიის” დახმარებით

“Turkish Airlines”-ი სუპერმენთან და ბეტმენთან ერთად დაფრინავს