in

როგორ შეუძლიათ კრეატიულ რობოტებს ადამიანური შემოქმედებითობის გადარჩენა?

ეს არ არის სტატია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ AI კონტენტის ინსტრუმენტებს შექმნან მაგარი სახალისო მიმები და სურათები. ეს ეხება ადამიანის შემოქმედების ძალის გაძლიერებას შემოქმედებითი და წარმოების პროცესიდან საზღვრების (დრო, ღირებულება, ვარიაცია) მოხსნის გზით.

გახსოვთ სცენა ავატარში, სადაც ცუდი ბიჭი ადის რობოტის კოსტიუმში და ბრძოლას იწყებს? რობოტის კოსტუმი მას 50 ფუტის სიმაღლემდე ზრდის, რომელსაც შეუძლია ერთი დარტყმით დაარტყას ხეები და ფეხზე ისეთივე მსუბუქია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა კრეატიული ავტომატიზაციისგან (ბოტები), ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლა (ML – Machine Learning).

რა მოხდება, თუკი მხატვრებს ბოტებით, AI-ით ან ML-ით ჩანაცვლების ნაცვლად, ამ ტექნოლოგიებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ერთსა და იმავე მხატვარს მივცეთ საშუალება, ერთდროულად დახატოს ათასი ფუნჯით და 1000 პორტრეტი დახატოს იდეალურად? ეს შეიძლება აღმოჩნდეს ორი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს რეკლამაში შემოქმედებითობის შენარჩუნებას და არა მის დაკარგვას.

კრეატიული რობოტები

სარეკლამო სამყაროს, კრეატიული რობოტის ეპოქაში, სერიოზული ბრძოლა ელის. კრეატიულებმა ხშირად უნდა აირჩიონ: დარჩნენ მხატვრულად შემუშავებული დიზაინის ერთგულები თუ შექმნან ვარიაციები. კრეატიული რობოტი ხსნის ხარჯების პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია მოცულობასთან და ვარიაციებთან, რაც საშუალებას აძლევს კრეატიულებს დარჩნენ თავიანთი საქმიანობისადმი ერთგული.

ამ ბარიერის მოხსნას აქვს დაუყოვნებელი, დადებითი გავლენა ბიუჯეტებსა და მასშტაბებზე; თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მეტი „არტი“. ასევე, უფრო დიდი გავლენა ექნება პროცესის კონცეპტუალურ ნაწილში, სადაც კრეატივია. აქ, კრეატიულებს განსხვევებულად ფიქრის საშუალება ეძლევათ. იბადება კითხვა: „თუ დრო და ხარჯები აღარ არეგულირებენ პროდუქტის გადაწყვეტილებებს, რა უნდა შევქმნა?“. კრეატორები შიშობენ, რომ მათი შემოქმედებითობა დაიკარგება პროგრამული უზრუნველყოფის ცუდი და უსიცოცხლო შესრულების შედეგად, ან მათ იდეებს AI ჩაანაცვლებს.

არსებობს შეშფოთება იმ მიუღებელი კომპრომისების შესახებ, რაც ინსტრუმენტების შეზღუდულ შესაძლებლობას ახლავს. ბევრი ინსტრუმენტი არ ვარგა. ეს კი კრეატორს აიძულებს წავიდეს კომპრომისზე, შაბლონების საშუალებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის კრეატორების არსებობას: რატომ უნდა დაიქირაოთ კრეატორი, როცა შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტს სთხოვოთ დავალების შესრულება? გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ საფრთხისგან. მეტიც, ბოტებს შეუძლიათ ადამიანური ძალების დამუხტვაც კი.

როგორ გვეხმარება AI და ML შემოქმედებითი საზღვრების გადალახვაში?

დავიწყოთ მარტივი აპლიკაციით, როგორიცაა ხარისხიანი იდეების გენერირებისთვის ვარიაციებით თამაში. დროითა და ხარჯებით შეზღუდულ სამყაროში, ბრენდებსა და სააგენტოებს არ აქვთ ფუფუნება უბრალოდ დაუსრულებლად შექმნან ნახატები და ვიზუალი. ასე აღარ არის. იმ მანქანებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, რომლებიც აძლევენ ეფექტურობას ქვედა დინების ზემოთ გამოყენებისას, შეუძლიათ შექმნან იდეების ლაითბოქსი: მრავალგვარი ვარიაცია და სატესტო გაშვებები.

უფრო რთული შემოქმედებითი აპლიკაციებით, მანქანაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ კომპონენტების რეტროსპექტულად შეკრებაა. შემოქმედებითი პროცესის დროს, მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სიჩქარე, შექმნას რთული მარშრუტები ან ერთი კრეატიული იდეის ვარიაციები, დაინახოს, თუ როგორ უკავშირდება ისინი ყველა კამპანიის გამაერთიანებელ იდეას.

შედარებისთვის, წარმოიდგინეთ 1980-იანი წლების კლასიკური მუსიკოსი, რომელიც უყურებს ფეხსაცმლის ყუთის ზომის CD-პლეერს. ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს სიტყვების მოსმენა, როგორიცაა: „ამას ვერასოდეს ექნება ისეთი ხმა, როგორიც ჩემს ფოგოტს საორკესტრო დარბაზში“. თუმცა, თუკი ხარისხიან ყურსასმენებსა და SoundCloud-ს გავიხსენებთ, მივხვდებით, რამხელა სარგებელი მოუტანეს მათ შემოქმედებით ადამიანებს.

ბრენდებს უყვართ დიდი კრეატიული სააგენტოები. მაგრამ რამდენს შეუძლია მიაწოდოს კრეატიული პლატფორმის „მატრიცის“ კონცეფციები პერსონალიზებული მარკეტინგისთვის, მდიდარი კონტენტის დონეზე? პერსონალიზებულ მარკეტინგზე ფიქრისას, უმეტესობა ჩვენგანს CRM-ის გამოყენება გვახსენდება. ეს იგივეა, რაც იყიდო კორპორაციული საჩუქარი და მასზე დააწერო: „მხოლოდ შენთვის, ჩემო ძვირფასო ახლო მეგობარო“.

კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს ინსტრუმენტები, მონაცემები და ახალი სტრატეგიები შემოქმედებასა და მის ეფექტურობაზე. სწორედ აქ არის ეფექტიანი AI, ML და ავტომატიზაცია.

 

წყარო: thedrum

მკვლევრებმა ნეანდერტალელების გადაშენების მიზეზს მიაგნეს!

ევექსი კლინიკები საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით Healthy Club-ის პროექტს ახორციელებს