in

„განვითარების აკადემიაში“, საქართველოში კრეატივის პირველი სკოლა ჩამოყალიბდა!

თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კრეატიული გადაწყვეტილებები სასიამოვნო სიახლედ ითვლებოდა, 21-ე საუკუნეში ის გადარჩენის უნარად ჩამოყალიბდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით რუტინული სამუშაოების თანდათანობითი ჩანაცვლება იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი, როგორც ადამიანების პერსონალური და პროფესიული წარმატება სწორედ შემოქმედებაზე ხდება დამოკიდებული.კრეატიულობა სინამდვილეში თვითაქტუალიზაციის უმაღლესი ფორმაა. ეს არის საშუალება გამოხატო საკუთარი თავი იმგვარად, რომ ყველამ შეგამჩნიოს.

bog
bog-mob

„პირველად საქართველოში, „განვითარების აკადემიაში“ ჩამოყალიბდა კრეატივის სკოლა.  მისი მიზანი მსმენელებში კრეატიული აზროვნების და უნარ-ჩვევების განვითარებაა, საჭირო უახლესი ტექნოლოგიების სწავლების მიზნით.

კრეატივის სკოლაში, დღეისათვის, რამდენიმე კურსზე არის რეგისტრაცია შესაძლებელი, რომელსაც მხოლოდ სფეროს წამყვანი, საერთაშორისო დონის სპეციალისტები და საგულდაგულოდ შერჩეული ტრენერები ასწავლიან:

  • კრეატიული ქოფირაითინგი და კონტენტის მართვა. ტრენერი: ნიკა კაკაბაძე, ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ს უფროსი ქოფირაითერი
  • გრაფიკული დიზაინი. ტრენერი: სოფო ჯეირანაშვილი, საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S-ის უფროსი გრაფიკული დიზაინერი
  • გრაფიკული დიზაინი სკოლის მოსწავლეებისთვის. ტრენერი: ალექსანდრე თურქიაშვილი, კომპანია „ქარის“ გრაფიკული დიზაინერი
  • UI/UX დიზაინი. ტრენერი: ლიკა ვადაჭკორია, საქართველოს ბანკის UI/UX დიზაინერი
  • ინტერიერის დიზაინი. ტრენერი: ანი რატიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, „კაფელის სახლის“ ინტერიერის დიზაინერი
  • Motion Graphic Design. ტრენერი: სალვატორე კოსტა, Georgia Tech Tbilisi-ის დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი“.

მალე, კრეატივის სკოლას კიდევ რამდენიმე ექსკლუზიური კურსი დაემატება, რომელიც მსმენელებს საერთაშორისო ცოდნას მისცემს და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

 

[R]

როგორ იქმნებოდა „ალტე უნივერსიტეტის“ ბრენდი? – ინტერვიუ სააგენტო DINN!-ის დამფუძნებელთან

ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის”