in

კრეატიული აზროვნების ტრენერი, რევიდ კუპერბერგი, Ad Black Sea 2017-ის სპიკერი იქნება!

Mindscapes-ს პარტნიორი ებრაელი ტრენერი რევიდ კუპერბერგი Ad Black Sea 2017-ის სასემინარო პროგრამის სპიკერი იქნება. რევიდი წარსდგება სასემინარო თემით – „ლოგიკა ჯადოქრობის მიღმა”, გარდა ამისა, ის იქნება ერთ-ერთი ვორქშოპის – „წესები კრეატიულობის წესების დამსხვრევის მიღმა”- მოდერატორი.

bog
bog-mob

რევიდ კუპერბერგი არის კრეატიული აზროვნების გამოცდილი ტრენერი მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. მას უმუშავია მრავალ სარეკლამო სააგენტოსთანა და ბრენდთან, მსოფლიოს მასშტაბით. ის არის რეკლამის სპეციალისტი 14 წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალი სტრატეგიულ დაგეგმვასა და კრეატიულ განვითრებაში. გარდა ამისა, ის გვხვდება ძირითად სპიკერად სხვადასხვა საერთაშორისო მარკეტინგულ კონფერენციასა თუ სარეკლამო ფესტივალზე.

სემინარ „ლოგიკა ჯადოქრობის მიღმა” ფარგლებში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სააგენტოებსა და კლიენტებს გადალახონ კრეატიულობის შიში, როდესაც ესწრაფვიან ინოვაციურ იდეებს. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ მეთოდებსა და პროცესებს, რომელთა გამოყენებასაც კლიენტთან თუ სააგენტოსთან ურთიერთობისას, პროდუქტიული შედეგების მიღებასა და იდეების კრეატიულ განვითარება-შესრულებაში გამოიყენებენ. ხოლო, ვორქშოპზე რევიდი ისაუბრებს გამეორებადი აზროვნების მოდელების შესახებ, მსოფლიოში ცნობილი კრეატიული იდეების შემთხვევაში, ასევე, შემოქმედებითი აზროვნების ინსტრუმენტებზე. ვორქშოპის მონაწილეები დაეუფლებიან კრეატიული იდეების სტიმულირებისთვის აუცილებელ უნარებს, პრაქტიკულ აზროვნებას, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვისას, ცნობილი კამპანიების მაგალითზე.

შეგახსენებთ, რომ ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ბათუმში, 21-23 სექტემბერს გაიმართება. გარდა საკონკურსო ფუნქციისა, მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ლექცია-სემინარი. რომელთა ჩამონათვალს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ შემდეგ ბმულზე.

ალკოჰოლური სასმელის თავბრუდამხვევ სანახაობად ქცეული შემადგენლობა – Finlandia-ს ვიდეორგოლი

კარგი მუსიკისა და ვინილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები – Sony-ს ეფექტური ვიდეორგოლი