in

ყაზბეგში ექსპერიმენტული Creative Touch გაიმართება

Touch, 27-29 თებერვალს, Rooms Hotels Kazbegi-ში ექსპერიმენტულ კრეათონსა და კონფერენციას ატარებს – ღონისძიებაში ფილმ „13-ცამეტის“ რეჟისორი, DreamWorks’ Animation-ის გუნდის სუპერვაიზორი, Wargaming-ის კრეატიული დირექტორი, Google-ის ბრენდინგის ხელმძღვანელი და UX/UI-ის ტოპ დიზაინერები მონაწილეობენ.

„Creative Touch, კრეათონის ფორმატში, დაუვიწყარ მოგზაურობაში იწვევს გრაფიკულ დიზაინერებს, ფილმის მწარმოებლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, UX/UI დიზაინერებს, VR/AR დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებს, კონტენტის შემქმნელებს და მარკეტერებს – ყაზბეგის „რუმსი“, 3 დღის მანძილზე, შემოქმედების ზღაპრულ გარემოდ გარდაიქმნება. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ პროექტებზე, ისწავლონ და გააზიარონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და ისრიალონ მსოფლიო დონის პროფესიონალებთან და დიზაინისა და კინო ინდუსტრიის საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად“.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სპიკერები და მონაწილეები, ერთად იმუშავებენ ისეთ შემოქმედებით პროექტზე, როგორებიცაა: დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფოტო პროექტები, ანიმაციური ფილმი, ილუსტრაცია, UI გადაწყვეტილებები და პერფორმანსები. ღონისძიების დასასრულს იქნება კრეათონის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.

„Touch საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ქმნის პროგრამებს და აქტივობებს ციფრული პროფესიონალებისთვის საქართველოში. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს გახდნენ გლობალური ბაზრის მოთამაშეები და მოიზიდონ უცხოური კომპანიები და ინვესტიციები ქვეყანაში. რაც შეეხება Creative Touch-ს, ამჯერად გვინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთად მოვუყაროთ თავი სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს – გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ და პროდუქტის მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, შინაარსის შემქმნელებს – რათა ერთობლივად შეიმუშაონ ახალი იდეები“, – ამბობს Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა.

ღონისძიება აერთიანებს ჯგუფური მუშაობას, კონფერენციისა და სხვადასხვა აქტივობებს:

„ძირითადი გამოსვლები და სემინარები/სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ისეთი კომპანიების მომხსენებლებთან, როგორიცაა: DreamWorks Animation, Wargaming, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room,Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვა“.

ასევე გაიმართება: ქართველი რეჟისორების რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება; ხელოვნება და საუბრები (Arts&Chats) – ინფორმატიული დისკუსია ხელოვნებასა და დიზაინის ტრენდებზე ცნობილ არტისტებთან ერთად; „ნეთვორქინგ“ წვეულებები – ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სრიალი.

„Creative Touch ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეები ისწავლიან: როგორ გაიზარდონ სწრაფად და მიაღწიონ ახალ მწვერვალებს კარიერაში, როგორ გააფართოონ შემოქმედებითი ბიზნესი, შეიძენენ ლიდერობის თვისებებს მოწვეული პროფესორებისგან, შექმნიან სამუშაო გუნდს, შეიძენენ ახალ მომხმარებლებს, პარტნიორებს, ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი გუნდისთვის“.

Creative Touch-ზე დასასწრებად ბილეთები უკვე იყიდება. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა – 80.

Creative Touch-ის პარტნიორები არიან: GITA, „ქართველოს ბანკი ფინტეკი“, „აჭარა გრუფი“, მეღვინეობა „შილდა“, Onesoul.

„TOUCH 2019 – Digital Summit დიდი წარმატების შემდეგ, TOUCH-მა გადაწყვიტა, შეექმნა უფრო მეტი ღირებულება საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარებისთვის. თებერვლის Creative Touch-ის შემდეგ ჩატარდება სხვა ღონისძიებები: ჰაკათონი და კონფერენცია IT პროფესიონალებისთვის (Tech Touch, 14-16 მაისი, ქუთაისი), რეგიონალური სტარტაპ ბანაკი და შეჯიბრი (Startup Touch, 3-5 აგვისტო, ზღვის სანაპიროზე) და ბოლოს Touch 2020 – მთავარი ღონისძიება და ბიზნეს ციფრული სამიტი (Touch – Digital Summit) 12-13 ნოემბერს თბილისში“.

[R]

Google Maps-ის ახალი სიმბოლო და დამატებითი ფუნქციური შესაძლებლობები

“ქიმერიონი” 100 წლის შემდეგ განახლებული სახით ბრუნდება