in

12 ქართული ბანკი საკრედიტო – საგარანტიო სქემაში ჩაერთო 

საკრედიტო – საგარანტიო სქემაში საქართველოს 12 ბანკი ჩაერთო. ამ მექანიზმის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ფინანსებზე წვდომა, ასევე მოხდეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი შეხვდნენ

 

„ საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად“.

საკრედიტო – საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ კონტრაქტი, საბანკო სექტორსა და ეკონომიკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის უკვე გაფორმდა.

საკრედიტო – საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ კონტრაქტს ხელი საბანკო სექტორს წარმომადგენლებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მოაწერეს

საკრედიტო – საგარანტიო სქემა სწორედ ამ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება – მექანიზმის ადმინისტრირებასა და ოპერირებას „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

„სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. საქართველოს საკრედიტო – საგარანტიო სქემის ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო – საგარანტიო სქემის ეფექტიანობას და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის გენერირებას“

Samsung: დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold სექტემბრიდან გაიყიდება

„ავტოიმპორტის პირველი პროფესიონალური სერვისი“ – Carfest