in

22 წელი ბაზარზე, 44 ფილიალი მთელს საქართველოში და ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის

რას სთავაზობს მომხმარებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“?

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, გახდეს ერთ-ერთი მოწინავე მიკროსაფინანსო ბაზარზე, დაასაქმოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, მიიღოს მოგება და გასწიოს ქველმოქმედება“, – ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „კრედიტსერვისი +“ გენერალური დირექტორი გურამ კანდელაკი.

კომპანია 1999 წელს შეიქმნა, თუმცა, მაშინ საოჯახო ბიზნესის ტიპის ფინანსური ორგანიზაცია გახლდათ და ბაზარზე მხოლოდ ლომბარდის სახით იყო წარმოდგენილი. ამ ფორმით 2008 წლამდე არსებობდა, ჰქონდა 19 სერვისცენტრი თბილისში და ჰყავდა 150 თანამშრომელი.

„შემდეგ, მივხვდით, რომ ორგანიზაციას სჭირდებოდა განვითარება, ჩარჩოებში ჩასმა. ამასთან, გაგვიჩნდა ამბიცია, უფრო მაღალ საფეხურზე გადავსულიყავით, რადგან ერთ-ერთი მოწინავე კომპანია გახლდით ფინანსური თვალსაზრისით. განვითარებისა და წინსვლის შინაგანი მოთხოვნილება ჰქონდათ  თანამშრომლებსაც“.

ასე ტრანსფორმირდა „კრედიტსერვისი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად „კრედიტსერვისი +“, რომელსაც დღეს, 44 ფილიალი აქვს, საქართველოს 25 ქალაქში. კომპანიასთან ერთად, გაიზარდა მისი სერვისების რაოდენობაც.

გურამ კანდელაკი: მომხმარებელს ახლაც ვთავაზობთ ჩვენს ისტორიულ პროდუქტს – ოქროს სალომბარდე სესხებს. რაც შეეხება ახალ სერვისებს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასევე გვაქვს ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია და გადასახადების გადახდა. იმ სეგმენტისთვის, რომელსაც ვემსახურებით, უშუალო კონტაქტია საჭირო. თუმცა, პანდემიამ გააჩინა მოთხოვნა, სერვისების ნაწილი დისტანციური გაგვეხადა. ამიტომ, დავნერგეთ ბარათით ვებგვერდიდან გადახდის სისტემა, სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისთვის. მომავალში ვაპირებთ, პორტალზე ჩავაშენოთ განაცხადების შევსების ოპციაც.

რა პროცედურებია საჭირო თქვენი კომპანიისგან თანხის მისაღებად, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კერძო პირი თუ ბიზნეს სუბიექტი? 

ლომბარდის შემთხვევაში – ოქროს ნაკეთობა, რაც ისედაც ყველასათვის ნათელია. ბიზნეს სესხის შემთხვევაში, მსურველი უნდა იყოს მცირე ან საშუალო ბიზნესით დაკავებული, მაგალითად, ბაზრობის მოვაჭრე, მაღაზიის ან საცხობის მფლობელი და ა.შ. ჩვენი ძირითადი მიმართულება ზუსტად ეს არის.

აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეულ მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე ადვილად გადასახდელ გრაფიკებს, მათივე სურვილის შესაბამისად – სესხის დაფარვა შეუძლიათ, ყოველდღიურად, დღეგამოშვებით, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან 2-3 თვეში ერთხელ.

თქვენი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სესხებია. კონკრეტულად რას სთავაზობთ მათ? 

გვაქვს მათთვის ყველაზე მოქნილი სერვისი, როგორც სესხის მიღების, ისე დაფარვის თვალსაზრისით. ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილმა სასესხო პროდუქტებმა გადახდის განსხვავებული შესაძლებლობებით, ბევრ ადამიანს შეაძლებინა, დაეწყო მცირე ბიზნესი, ან განევითარებინა ბიზნეს საქმიანობა.

რა პოზიციები ჰქონდა ბაზარზე თქვენს კომპანიას პანდემიამდე?

ჩვენი კომპანია, დაარსებიდან დღემდე, არის ქართული კაპიტალით შექმნილი, იზრდება და ვითარდება ბუნებრივად, ერთ-ერთი მოწინავეა დასაქმების კუთხით და გვყავს 350 თანამშრომელი. პანდემიის გამო, დიდი ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, არ შეგვიმცირებია სამუშაო ადგილები. ორგანიზაციამ, სხვადასხვა დროს, გაიარა ბევრი რთული პერიოდი, გაუძლო და გადალახა ფინანსური კრიზისი და რეპრესიები. რა თქმა უნდა, იმ პერიოდისათვის იყო ძალიან რთული გადარჩენა.

თუმცა, სწორი მმართველობით და თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით, მიუღწეველია არაფერია.

პანდემიის გამო, ბოლო 2 წელი, ყველა ბიზნესისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, ამ პერიოდში როგორ მოახერხეთ ადაპტაცია? 

ჩვენ და ალბათ, ყველა კომპანიასაც ყოველთვის აქვს მუშაობის უწყვეტად შენარჩუნების გეგმა, ცუდი, საშუალო და კარგი სცენარები. თანამშრომელთა ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო სამომხმარებლო ოფისებში დავაწესეთ გრაფიკით მუშაობა ორ-კვირიანი შუალედებით. დღემდე ასე ვაგრძელებთ, სამსახურში გამოსვლამდე COVID – ტესტირება აუცილებელია.

კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებლებს მათზე მორგებული გადახდის გრაფიკები შევურჩიეთ – პანდემიის პირველი და მეორე ტალღების დროს, მორატორიუმი გამოვაცხადეთ, გადავწიეთ გადახდის ვადები, დამატებითი სანქციების გარეშე.

ახლა რა პოზიცია გაქვთ ბაზარზე? 

პანდემიის ყოველი ახალი ტალღა, ახალი გამოწვევაა, მაგრამ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. თითქმის, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბიზნეს მსესხებლებთან და ვცდილობთ, მოვერგოთ მათი ბიზნესების მდგომარეობას.

მიკროსაფინანსო სექტორში დიდი კონკურენციაა. თქვენი უპირატესობა რა არის?

ჩვენი სლოგანია „თანამშრომლობის არსი სიმართლეშია“.

ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი სიმდიდრე კარგი თანამშრომლები, ყველაზე დიდი მონაპოვარი კი მომხმარებელთა ნდობაა.

ვცდილობთ, კონკურენციას თვალი გავუსწოროთ არა ფასების არასწორი ვარდნით, ან/და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანით, არამედ პირდაპირობით, სიმართლის ახსნით და ჩვენ მიერ დანერგილი, ახალი პროდუქტებით. 

დღევანდელი პოზიციიდან, როგორ უყურებთ კომპანიის განვითარებას? სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავს სერვისებს, მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ, ინდივიდუალურ პროდუქტებსა და მომსახურებას. პანდემიის გამო გვიწევს ხშირი, სიტუაციაზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ძირითადი მიმართულებები და თავდაპირველი მიზნები არ შეგვიცვლია. განვითარებასაც ზუსტად ასევე გავაგრძელებთ.

 

[R]

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის ,,ოფროუდ’’ თავაგადასავალი

თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს ბრენდის გამოცდილების სასწავლო-საკონსულტაციო კურსს სთავაზობს!