კრედო ბანკმა, თანამშრომლებისთვის, Digital Hub შექმნა. მიზანი, როგორც თავად ამბობენ, დეველოპერებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემოს შეთავაზებაა.
„Google-ზე ბევრი რამ გსმენიათ, ალბათ. ხომ გაგიგიათ, იქ ძალიან მდიდარი ადამიანები სპორტული ფეხსაცმლითა და $10-იანი მაისურით რომ დადიან სამსახურში. სავარაუდოდ, ყველასთვის, ვისაც აქამდე ციფრულ სამყაროში მუშაობის მცირე გამოცდილება მაინც ჰქონია, „გუგლი“ საოცნებო დამსაქმებელია. რატომ?! გიპასუხებთ — იმიტომ არა, რომ წარმოდგენა გვაქვს რისი კეთება გვინდა იქ, არც იმიტომ, რომ იმაზე გვაქვს წარმოდგენა, თავად რა სტრუქტურით ან დატვირთვით შრომობენ. არა, ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ მათი სამუშაო გარემო კომფორტული, სახალისო და მრავალფუნქციურია. ჩვენც დავფიქრდით და მივხვდით, რომ ასეთი გარემოს შექმნა საქართველოში, ჩვენს ბანკშიც შეგვიძლია. ფაქტია, ადამიანებს, ამ შემთხვევაში კი, კრედო ბანკის დეველოპერებს, დატვირთულ რეჟიმში უწევთ საკუთარი საქმის კეთება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ მაქსიმალურად ჰქონოდათ განმუხტვის შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ, Avenger-ები საკუთარი „შტაბის“ გარეშე, ან აწ უკვე განსვენებული ტონი სტარკი საკუთარი ლაბორატორიის გარეშე. შეუძლებელია, არა? ჩვენთვისაც. ხოდა, ავდექით და შევქმენით Digital Hub ჩვენი ციფრული მხარდამჭერებისთვის — დეველოპერებისთვის.
რა ხდება Digital Hub-ში?
ეს კრედო ბანკის დეველოპერებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცეა, რომელიც აღჭურვილია ლაუნჯით, რომელშიც შეხვდებით (თქვენ რა, ჩვენი დეველოპერები შეხვდებიან) XBOX-ს, პუფების დაფარულ იატაკს , ბიბლიოთეკას და სხვადასხვა სახის გასართობ მაგიდებს. Digital Hub -ში ასევე განთავსებულია სამზარეულო. საოცრად კომფორტულ სამუშაო გარემოს, ასევე, თვითონ სამუშაო ოთახებიც ქმნიან — ბრენდის ელემენტებითა და კოდის მიხედვით შექმნილი დეკორატიული ინტერიერი; შეხვედრების ოთახი და მოკლედ, ყველაფერი, რაც საქმის კეთებისთვის ადამიანს გაუხარდება.
კრედო ბანკი, მათი წარმომადგენლების თქმით, საკუთარი თანამშრომლების კომფორტისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგას, ეს კი იმის წყალობით ხდება, რომ კრედოს თანამშრომლებიც გაკეთებული საქმის ხარისხისა და საკუთარი დამსაქმებლის კეთილსინდისიერების სადარაჯოზე დგანან.
„ჩვენი დეველოპერები, უკვე Digital Hub-ში კომფორტულად მოკალათებული გადაყურებენ სივრცეს და ფიქრობენ, საკუთარ საქმეს დღეს რა არგეს“.
[R]