in

ცოდნის შეძენის სევდა და სიხარული

ქართულ ენაში, ზმნას საუკეთესოდ შეუძლია არსებითი სახელის მნიშვნელობის გამოხატვა. შენი აზრით, „ცოდნის შეძენაში“ სიტყვა „შეძენა“ მხოლოდ მის მიღებას გულისხმობს? რასაც უნდა ფიქრობდე და განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობა რამდენადაც მრავალფეროვანი არ უნდა იყოს შენთვის, რეალურად, ცხადია, რომ მისი დაუფლება, ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის გაღებას გულისხმობს – დრო, ძალისხმევა, ფული.

რა ხდება მაშინ, როცა გაქვს დრო, ხარ შრომისმოყვარე, მაგრამ არ გაქვს საკმარისი თანხა ცოდნის შესაძენად?! ამ დროს საქმეში მშობლები ერთვებიან და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობენ შვილს ნებისმიერ ფასად შეუწყონ ხელი განათლების მიღებაში. ჭკვიანად გახდომა ყოველთვის ტრენდული იყო, არის და იქნება. ჩვენც მუდმივად გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს ჩვენთვის სასურველ თემებზე გონივრული მსჯელობა შეეძლოთ და ყველაფერს ვიღონებთ ამის მისაღწევად.

რა ხდება მაშინ, როცა ახალგაზრდები თვლიან, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში დამოუკიდებელი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ?! უნდათ, რომ სრულწლოვანებასთან ერთად, პასუხისმგებლობებიც აიღონ საკუთარ თავზე და პირველ რიგში, სწავლის საფასურის გადახდით დაიწყონ ზუსტად იმ ცოდნის შეძენა, რომელიც გარანტია იქნება, მომავალი კარიერული თუ პირადი დამოუკიდებლობის.

სწორედ ამის ხელშესაწყობად შეიქმნა კრედოს სტუდენტური სესხი, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მიიღოს განათლება და სწავლის დასრულებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ საკუთარი ძალისხმევითა და ფინანსებით დაიწყოს სესხის დაფარვა. სესხის მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარია და სტუდენტებს მისი განაწილება 96 თვეზე შეუძლიათ. ეს კი თავისთავად გულისხმობს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისსა და სწავლის შემდეგ საკუთარი პროფესიით განვითარების მოტივს.

„ასე რომ, თუ თვლი, რომ განათლება საკუთარ მიზნებამდე მისასვლელი ყველაზე მოკლე გზაა, მაგრამ მის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვს, „კრედო ბანკის“ სტუდენტური სესხი ეფექტური 12.7 პროცენტიდან, შენს პრობლემას ძალიან მარტივად მოაგვარებს“.

გახსოვდეს, რომ დღეს შენს ნიჭს არ სჭირდება ვინმეს მიცემული გზა ფართო და შარა გრძელი, მთავარია დააგროვო საკმარისი ცოდნა და დამოუკიდებელ, უზრუნველ ცხოვრებას თავად შექმნი.

 

პარტნიორის კონტენტი 

adjarabet.com-მა 40 გამარჯვებული მანქანებით დააჯილდოვა