კრედო ბანკი აგრძელებს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიციატივების განხორციელებას, რომლის მიზანი ქვეყნის განვითარებასა და საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნვაა.
სწორედ ამ მიზანს ეხმიანება „მწვანე ანაბარი“ – პროექტი, რომლის ფარგლებში კრედო ბანკი მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად ზრუნავს საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების დასუფთავებაზე.
როგორ იქცა ანაბარი მწვანე ინიციატივად?
დღეს ეკოლოგიური კრიზისი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გარემოზე ზრუნვა აღარ არის მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება – ის აუცილებლობად იქცა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ამ გამოწვევის საპასუხოდ კრედო ბანკი აგრძელებს ინიციატივას, რომელიც საზოგადოებისთვის ქმნის შესაძლებლობას, მარტივად და ეფექტურად ჩაერთოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
„მწვანე ანაბარი“ იძლევა შესაძლებლობას:
- საიმედოდ შეინახოთ და დააგროვოთ თქვენი დანაზოგი
- მიიღოთ მაღალი სარგებელი
- იზრუნოთ გარემოზე
გარემოსდაცვით ინიციატივაში მომხმარებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:
✔️ ალდაგი
✔️ ირაო
✔️ არდი
✔️ Noventiq Georgia
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ Itera ჯგუფი
✔️ RS Line
✔️ ეკო ვუდი
პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დათვების ტყის დასუფთავების აქცია, რომელიც გარემოსდაცვითი მოძრაობა „Let’s Do It საქართველო“-ს ჩართულობით განხორციელდა. მანამდე კი წარმატებით ჩატარდა საბადურის ტყის დასუფთავების აქცია.
კრედო ბანკი განაგრძობს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.
[R]













