სტუდენტობა თავისუფლების, ახალი მეგობრების, აღმოჩენებისა და ცხოვრების საუკეთესო წლების პერიოდია. სტუდენტებს საკმარისად ბევრი საზრუნავი აქვთ: ლექციები, სემინარებისთვის მომზადება, აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, შუალედურები, ფინალურები და ა.შ. ამასთან, ზოგ მათგანს სხვადასხვა მიზეზების გამო უწევს დარდი იმაზე, თუ როგორ დაფაროს სწავლის საფასური.
მუშაობა ლექციებისა და სემინარების პარალელურად თითქმის შეუძლებელია ან სწავლისთვის განსაზღვრული დროის დიდი ნაწილი მიაქვს. შესაბამისად, ბევრი სტუდენტი დგება რთული არჩევანის წინაშე. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს საბოლოოდ სწავლის შეჩერებამდეც კი მიდის.
კრედო ბანკის სოციალური პროექტი – სწორედ სტუდენტურ გამოწვევებზეა მორგებული!
კრედო ბანკმა შექმნა სტუდენტური სესხი უპრეცედენტო პირობებით, რომელიც ემსახურება მიზანს: სტუდენტებმა სწავლის მშვიდად და წარმატებით დასრულება შეძლონ.
რით არის ეს პროდუქტი განსაკუთრებული?
- მისაღებად საკმარისია სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- გამოირჩევა დაბალი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით (ეფექტური 3.91%-დან)
- თანხა პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ირიცხება
- გადახდის დაწყება შესაძლებელია სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ
- გრძელვადიანი გადახდის შესაძლებლობა – 96 თვემდე ვადით და მოქნილი გადახდის პირობით
ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული ლექციებზე, აკადემიურ პროექტებსა და საკუთარ განვითარებაზე, გადახდას კი ამის შემდეგ დაიწყებს და საკუთარი შემოსავლებით ბევრად მარტივად შეძლებს.
სტუდენტური სესხის მოთხოვნისთვის საკმარისია გქონდეთ – Mycredo მობაილ ბანკი, საიდანაც თანხის მოთხოვნა და მიღება დისტანციურად, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე არის შესაძლებელი.
გადმოწერე – Mycredo მობაილ ბანკი და დარეგისტრირდი https://onelink.to/mycredo
გაეცანი დეტალებს – https://credobank.co/3WrPm8l
[R]











