შთამაგონებელი საჯარო ლექციებისა და სიტყვით გამოსვლების უმეტესობის მთავარი სათქმელი რომ შეაჯერო, აუცილებლად მიიღებ ამ წინადადებას: „ყველაფრის მიუხედავად, აკეთე მხოლოდ ის, რაც გიყვარს“.
ალბათ, ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც მთელი გულით სჯერა, რომ ბევრი დაბრკოლება და დისკომფორტი რაღაც დიდი კარიერული წარმატების საწინდარია. ალბათ, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ეს ადამიანი. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ჩვენ, ვისაც დასაქმებულებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვიცით, რომ წარმატების ერთეული მაგალითების მიღმა, უამრავი წარუმატებლობის შემთხვევა იმალება. წარუმატებლობა კი, სწორედ იმ დაუსრულებელი დისკომფორტების ჯაჭვით იწყება, რომლებიც დროთა განმავლობაში, თვითრწმენას გვაკარგვინებს და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს.გვესმის და ვიცით, რომ ადამიანთა უმრავლესობას სტრესულ მდგომარეობაში საკუთარი საქმის ხარისხიანად შესრულება უჭირს, სწორედ ამიტომ, ჩვენთან, „კრედო ბანკში“, თითოეული თანამშრომლის ბედნიერება უმთავრესია. ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, მდგომარეობას და ვცდილობთ, პროფესიულად განვითარებისთვის მოტივაცია ყოველდღიურად მივცეთ. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლების სათანადოდ დაფასების პრეცედენტს ჩვენ არ ვქმნით. ვამაყობთ, რომ „კრედოში“ არა მხოლოდ შრომით უფლებებს ვიცავთ, არამედ დამატებითაც ვზრუნავთ თანამშრომლებზე. გვჯერა იმისიც, რომ ჩვენი, როგორც ბანკის წარმატება ამ ადამიანების კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.
უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რა პირობებსა და შესაძლებლობებს ვთავაზობთ კრედო ბანკში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, ჩვენთან მუშაობის რამდენიმე უპირატესობაზე მოგიყვებით.
განსაკუთრებულ ყურადღებას მრავალშვილიან დედებს ვუთმობთ. ეს იმიტომ, რომ გვჯერა, მომავალ თაობაზე ზრუნვა საუკეთესო ინვესტიციაა. გარდა ამისა, ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ სამსახური ვერასდროს იქნება პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, კრედოელ მშობლებს საშუალება მივცეთ, ჯერ სახლში შეიქმნან სათანადო გარემო და შემდეგ სამსახურში:
- ანაზღაურებადი დეკრეტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობები და
- დამატებით, 1 საათიანი შესვენება დღის განმავლობაში მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რასაც მშობლებს ვთავაზობთ.
ამასთან, თითოეულ კრედოელ თანამშრომელს სტრესის მოხსნის, განტვირთვისა და სიმშვიდისთვის უამრავი საშუალება ეძლევა:
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის წევრობა;
- ჯანმრთელობის პრემიუმ დაზღვევა;
- გუნდური აქტივობები – როგორიცაა ფილიალებისთვის ექსკურსიის დაფინანსება;
- კორპორატიული შეკრებები, რომელიც გულისხმობს „კრედოს“ თანამშრომლებისთვის, წელიწადში ორჯერ, ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე დასვენებას, წვეულების მოწყობას, გასართობი თამაშებითა და სხვა უამრავი აქტივობით;
- ახალ მობილურ ტელეფონებსა და კორპორატიულ მობილურ ბალანსს;
- პროფესიული ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების დაფინანსებას.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იმ შთამაგონებელი საჯარო ლექციებისა და სიტყვით გამოსვლების მიღმა, რომლებსაც კრედოლები პროფესიული ზრდისთვის უსმენენ, ყოველთვის დგას მინიმუმ ერთი რეალური რამ — საკუთარი კომპანიის იმედი.
პარტნიორის კონტენტი