კაცობრიობის ისტორიის თითოეულ ერაში მუდმივად არსებობდა ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ვურთიერთობთ, ვიღებთ გარკვეული სახის ინფორმაციას თუ სერვისს. დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელმაც დიდი გარდაქმნა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ხდება ციფრული პროდუქტების დახვეწა და გამარტივება, დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობისას ზოგჯერ ინტერნეტ და მობაილ ბანკის გამოყენება სირთულეებთან არის ასოცირებული. საზოგადოებისთვის კი უკვე კარგად გამოცდილი ხელსაწყოების გამოყენება მეტად კომფორტული და საიმედოოა.
კრედო ბანკმა მომხმარებელს ინოვაციური სერვისი VIBER BOT წარუდგინა, რომლის მიზანი როგორც Digital სივრცისა და პროდუქტების მეტად ათვისება, ასევე მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისების მიღების გაადვილებაა.
რას ნიშნავს Viber Bot?
კრედო ბანკის ჩატ ბოტი არის სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს საბანკო ოპერაციები კრედო ბანკის ბოტთან ურთიერთობით, მისთვის კარგად ნაცნობ Viber პლატფორმაზე.
ბოტი დაგეხმარებათ საუბრის მომენტშივე, მისთვის ჩატში მიცემული მითითების შესაბამისად:
- გადაამოწმოთ პირადი მონაცემები და ფინანსური მაჩვენებლები
- გადარიცხოთ თანხა პირად ანგარიშებზე ან დააკონვერტიროთ ვალუტა
- გადარიცხოთ თანხა კრედო ბანკის ან სხვა ბანკის ანგარიშზე
- შეავსოთ მობილური ბალანსი
- მოითხოვოთ და მიიღოთ სესხი ონლაინ
- გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები (პარკინგი და ჯარიმები, ინტერნეტი და ტელევიზია, ელ.ენერგია, გაზი, წყალი, დასუფთავება, გართობა და სხვა).
რატომ Credo Bank Viber Bot?
Viber ბოტი არის ინოვაციური მომსახურება, რომელიც ზოგავს თქვენთვის ყველაზე ძვირფასს – დროს, თქვენ არ გიწევთ ბანკის რიგში დგომა ან საბანკო აპლიკაციის შესწავლა და დამოუკიდებლად ოპერაციების განხორციელება იმაზე ფიქრით, რომ რაღაც სათანადოდ ვერ გააკეთეთ, ბოტი, რომელიც მუდმივ კონტაქტზე გეყოლებათ თქვენს დავალებას თავად, უმოკლეს დროში შეასრულებს და რაც მთავარია, თქვენი საუბარი დაცული კონფიდენციალური და უსაფრთხოა!
მომსახურების მიღებას კი, სახლიდან კი არა, საყვარელი ჩატის აპლიკაციიდან გასვლის გარეშე შეძლებთ.
ვაიბერ ბოტის გამოყენებისთვის საჭიროა:
- დაუმეგობრდეთ კრედო ბანკის Viber Bot-ს
- გაიაროთ ავტორიზაცია Mycredo-ს მომხმარებლის სახელითა და პაროლით
- შექმნათ პინი მიმოწერაში სამომავლოდ შესვლისთვის
საუბრის დასასრულს, იგი ავტომატურად გამოვა თქვენი ანგარიშიდან, რათა სხვას არ ჰქონდეს წვდომა თქვენს პირად/საბანკო მონაცემებზე.
თუ სტიკერებით გამოხატავთ ემოციებს მეგობრებთან საუბრის დროს, კრედო ბანკი ბოტთან ერთად სახალისო Viber სტიკერების ნაკრებს სრულიად უფასოდ გთავაზობთ!
თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართული თემატიკის სტიკერები თქვენი საყვარელი ჩატის მიმოწრაში.
დაუმეგობრდი კრედო ბანკის viber ბოტს.
გამოხატე ემოცია სტიკერების საშუალებით.
[პარტნიორის კონტენტი]