in

კრედო ბანკისა და ალდაგის პარტნიორობა გარემოსდაცვითი პროექტების მხარდასაჭერად გრძელდება

კრედო ბანკი აქტიურად განაგრძობს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

ბანკის მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტი „მწვანე ანაბარი“ მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ფინანსური სარგებლის მიღებასთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვისა და გაუმჯობესების პროცესში. აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში მობილიზებული რესურსით დაფინანსდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები, როგორიცაა “საბადურის ტყის“, „დათვების ტყის“, „უჯარმის ტყის“, „წყალტუბოს პარკის“, „რუხის ციხის“ , „მარნეულის ტყე-პარკის“ ტერიტორიების დასუფთავება და ასევე მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. 

ამჯერად მიმდინარეა ორი ახალი პროექტი: გრიგოლეთის ტყე-პარკისა და სანაპირო ზოლის დასუფთავება. ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ აღნიშნული ტერიტორიების დასუფთავებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მწვანე გარემოს მნიშვნელობაზე. 

მწვანე ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი, რომელიც მრავალი წელია კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარდაჭერილია ისეთი გარემოსდაცვითი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ალდაგისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც რეალურ დადებით გავლენას ახდენს გარემოსა და საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ თანამშრომლობას კრედო ბანკთან და მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას ემსახურება“, – ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი.

მიმდინარე პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ: ბმულს.

[R]

ფილმები, რომლებიც 2026 წლის ივლისში უნდა ნახოთ

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად