in

განათლების ხელმისაწვდომობა, ანუ როგორ ვისწავლოთ ისე, რომ ფინანსებმა არ შეგვაფერხოს

ერთი სიტყვით რომ შეიძლებოდეს სამყაროში ყველაზე აუცილებელი ცნების აღწერა, ეს ალბათ ბევრი ადამიანის აზრით, სიტყვა „განათლება” იქნებოდა. ალბათ ცოტა მოძველებულიც კი არის, დღეს, 21-ე საუკუნეში, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი საჭიროა განათლება და რატომ უნდა დავეუფლოთ ცოდნას.

მაინც რა გვჭირდება იმისთვის, რომ განათლების დონე იყოს მაღალი?

საკმაოდ ბევრი პუნქტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, თუმცა მოდით, ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორი განვიხილოთ და ესაა განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია, მისი გადაჭრის გზები ნამდვილად არსებობს.

ხარისხიანი განათლების მიღების უფლება აქვს ყველა ადამიანს, თუმცა ვინაიდან სრულფასოვანად ამის გაკეთება მატერიალურად ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბევრი ახალგაზრდა დგება გამოწვევების წინაშე. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ვინ და როგორ უჭერს მხარს. რეალურად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი საიმისოდ, რომ სტუდენტებს, მატერიალური თვალსაზრისით, გაუადვილდეთ სწავლა და მათი მთელი ძალები წარმატებულად განათლების მიღებაზე იყოს მიმართული.

რა კეთდება ამ მიმართულებით?

ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა და რეალური მხარდაჭერა ყველა ადამიანის თუ ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის საგანია.
სულ ახლახან კი კრედო ბანკი გამოვიდა შესანიშნავი ინიციატივით, და ბაზარზე წარადგინა უნიკალური შესაძლებლობების მქონე პროდუქტი – სტუდენტური სესხი, რომელიც სტუდენტებისთვის განათლების მიღებას აბსოლუტურად ხელმისაწვდომს ხდის.

შეთავაზება გულისხმობს შემდეგი პირობებს:

  • სტუდენტური სესხის აღების მარტივი პროცედურა, რომლის მიხედვითაც, განაცხადის შეტანა პირდაპირ კრედოს ინტერნეტ ბანკშია შესაძლებელი;
  • უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი – 2.6%-დან (ეფექტური 3.7%-დან) წელიწადში;
  • ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე;
  • საშეღავათო პერიოდი – სურვილის შემთხვევაში, აღებული სესხის გადახდას სწავლის დასრულებიდან 6 თვის ვადის შემდეგ შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკი მუდმივად ცდილობს, განახორციელოს პროექტები, რომლებიც მის სოციალურ პასუხისმგებლობას ზრდის და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მორგებული და სასარგებლო იქნება.

[R]

Audi 2023 წელს S6 და S7 მოდელების design edition ვერსიებს უშვებს

მეცნიერებმა მთვარის ნიადაგში მცენარე გაზარდეს — ისტორიაში პირველად