in

კრედო ბანკმა „კრედო რჩეული“ სტატუსის მქონე მომხმარებელს ახალი ვიზა Platinum ბარათი წარუდგინა

კრედო ბანკმა რჩეული სტატუსის მქონე მომხმარებლებს ექსკლუზიური პირობების მქონე ახალი, ვიზა Platinum სადებეტო ბარათი შესთავაზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ უპირატესობას და სპეციალურ პირობებს მოიცავს.

* თანხის განაღდებისა და ხარჯვის გაზრდილი ლიმიტები

* საზღვარგარეთ თანხის განაღდების დაბალი საკომისიო

* ფასდაკლებები და ქეშბექ აქციები

* კონსიერჟ სერვისი

* Lounge Key – მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა აეროპორტში არსებულ ლაუნჯებში სარგებლობა და წლის მანძილზე 3 უფასო ვიზიტი

მიმდინარე აქციის ფარგლებში, 14 მარტამდე, ვიზა Platinum ბარათით საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კვების ობიექტში გადახდისას მომხმარებელს ანგარიშზე გახარჯული თანხის 10% უბრუნდება.

შეგახსენებთ, „კრედო რჩეული“ კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისია, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებსა და საჭიროებებზე.რჩეული სტატუსის მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეღავათებით საკრედიტო და საბანკო პროდუქტებზე, ასევე, პირადი საკრედიტო ოფიცრისა და  ბანკირის მომსახურებით.

კრედო ბანკის ახალი რჩეული ლაუნჯი თბილისში, მიცკევიჩის ქ. N4ა-ში გაიხსნა, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც დაგხვდებათ დახვეწილი ინტერიერი კომფორტული გარემო, შეხვედრების ოთახები. მაღალკვალიფიციური პერსონალი კი კონფიდენციალურობის 100% -ით დაცვას და ინდივიდუალური საბანკო სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს.
მსგავსი ლაუნჯების გახსნა წლის ბოლომდე ქუთაისში, თელავსა და ბათუმშიც იგეგმება.

www.credobank.ge.

[R]

3 სიტყვა, რომლებიც წარმატებულ და ძალიან წარმატებულ ადამიანებს განასხვავებს

„რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა