in

„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა მარნეულში გარემოსდაცვითი და გამწვანების ღონისძიებები ჩაატარა

კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას. პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.

სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა „მწვანე ანაბარი“, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ გარემოს დაცვის საქმეშიც შეიტანონ წვლილი.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მარნეულის ტყე-პარკის დასუფთავებისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციები. ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივი ლანდშაფტისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, 150-მდე ხის ნერგი დაირგო.

ღონისძიებები განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Let’s Do It საქართველო მხარდაჭერით.

„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა განხორციელდა, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეკრეაციული სივრცის დასუფთავებასა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

[R]

როგორ დაეხმარება პლატფორმა wehost.ge მეპატრონეებს ბინების გრძელვადიანად გაქირავებაში

„გამოუცხადე ნდობა საკუთარ თავს” – მედეა ტაბატაძის წერილი საკუთარ 19 წლის თავს