in

კრედო ბანკი ტიკტოკზეა!

მაშინ, როცა სოციალური ქსელების სივრცე ბრენდებს საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული, გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელმაც მალევე დაიმსახურა საყოველთაო ყურადღება და მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად — TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა გახდა. მომხმარებელთა ბაზის კოლოსალურმა მოცულობამ კი სხვადასხვა მსოფლიო გიგანტებს უბიძგა აქტიურად შესულიყვნენ ახალ პლატფორმაზე. კომპანიებმა, რომლებმაც ირწმუნეს TIkTok-ის, ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმის პერსპექტივა, დიდ წარმატებასაც მიაღწიეს ამ მიმართულებით. ბიზნესის მიერ TIkTok-ის ათვისების გლობალურ ტენდენციას კრედო ბანკიც შეუერთდა

“ვიყოთ სიახლის ავანგარდში ჩვენი  სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტიკტოკის საკომუნიკაციო არხად გამოყენება ჩვენთვისაც საინტერესო ექსპერიმენტია –  ვცდილობთ, ჩვენი აუდიტორიის ენაზე ვისაუბროთ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება უკვე კლასიკური სოციალური ქსელებისგან, რომლებშიც წლებია წარმოდგენილი ვართ და თავსაც, ბუნებრივია, მეტად შინაურად ვგრძნობთ. თუმცა, ახალი ურთიერთობებისა და თავგადასავლებისთვის, ზოგჯერ, საჭიროა, გასცდე კომფორტის ზონას – სწორედ ამ ძიების პროცესში წარვდექით TIkTok-ის აუდიტორიის წინაშეც” – კრედო ბანკის მარკეტინგის მენეჯერი, მეგი გურგენიძე.

რადგან TikTok წარმოადგენს Gen Z-ზე ადაპტირებულ აპლიკაციას, ერთმნიშვნელოვნად გასართობი პლატფორმის იარლიყი მიეკერა, რეალურად კი მისი შესაძლებლობები გაცილებით კომპლექსურია. კრედო ბანკიც სწორედ ამ კომპლექსურობის ფარგლებში ცდილობს მომხმარებლებთან საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას. არხზე თანაბრად შეხვდებით მხიარულ თუ საინტერესო ვიდეოებს და ხშირად “კულისებს მიღმაც შეიხედავთ” – იქ,  სადაც მომხმარებლებისთვის მეტად ხელშესახებია იმ ადამიანების ყოველდღიური სამუშაო პროცესი, გამოწვევები და ფიქრები, რომლებიც მათთვის გამართული საბანკო სერვისის შემუშავებასა და მიწოდებაზე ზრუნავენ. 

ბრენდი TikTok-ის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე სააგენტო Pinbol-თან ერთად მუშაობს და უკვე ერთი თვეა, რაც არხზე კრედო ბანკის პირველი ექსპერიმენტული კონტენტიც გამოჩნდა.

ამ ეტაპზე  „ტიკტოკზე“ კვლავაც ახალბედები ვართ და რთულია ანალიზის  გაკეთება. თუმცა,  მალე უკვე შევძლებთ შეფასებას თუ რა  შედეგს იძლევა ჩვენი კონტენტი. პირველი გამოხმაურებების საფუძველზე, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მომხმარებელმა პოზიტიურად მიიღო ჩვენი გამოჩენა. პარალელურად, ვაკვირდებით თუ რა სახის კონტენტია ყველაზე საინტერესო ჩვენი მიმდევრებისთვის. – კრედო ბანკის მარკეტინგის მენეჯერი, მეგი გურგენიძე.

TikTok ბრენდებს საშუალებას აძლევს ახალი კუთხით გაეცნონ მომხმარებლებსა და შევიდნენ მათთან ახლო ინტერაქციაში. მომხმარებელი ეცნობა კომპანიის არაოფიციალურ გარემოს, პირდაპირი ჩართულობითა და მათ ტრენდებზე აყოლით კი შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ბრენდის ნაწილი. თუ სხვა პლატფორმებზე ბრენდები მომხმარებლის წინაშე იდეალური განათებით, აწყობილი სეტითა და სრული პროდაქშენის ჯაჭვით წარდგებიან, ტიკტოკზე მეტად ბუნებრივი და უშუალო გარემოა, რაც თავისთავად პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს ამ კომპანიების მიმართ.

ასე რომ, თუ კვლავ ფიქრობთ, რომ TikTok-ის პლატფორმა თქვენი კომპანიისთვის  შესაფერისი არ არის, მაშინ დროა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.  არ დაგავიწყდეთ, TikTok- ის იდეალური პოსტი უნდა იყოს მარტივი, გასაგები და გულწრფელი.

კრედო ბანკში კი ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი მომხმარებლებთან სიახლოვეა, რათა მუდამ გრძნობდნენ მათ საჭიროებებს და შესთავაზონ სერვისი თუ პროდუქტები, რომელიც დამატებით კომფორტს შეუქმნით. შესაბამისად, კრედოში არ გამორიცხავენ მომავალში მომხმარებლის წინაშე სრულიად ახალი პლატფორმებიდანაც წარდგნენ.

გამოგვყევი ტიკტოკზე.

[პარტნიორის კონტენტი]

დანებება სისულელეა! ეს უფრო გამოცდაა, ვიდრე ბიზნესი! – ნეიკო სარაჯიშვილის ბიუთი ბოქსები

ჯეიმს ვების გადაღებული პირველი ფოტო ათასობით გალაქტიკას ასახავს