20
Jun
2016

ცრემლიანი თვალები და დიდი სიხარული – Nike-მა კლივლენდ კავალიერსის გულშემატკივრებს ვიდეორგოლი მიუძღვნა

20 Jun 2016

Elit Electronics
Elit Electronics


გამარჯვება, რომელიც ნამდვილად ღირდა მოლოდინად და Nike–ს ემოციური ვიდეორგოლი NBA–ს ახალ, დამსახურებულ ჩემპიონებს. სიჩუმე, წყლიანი თვალები, გაოცება, გაურკვევლობა, სიხარული და არიიიიიის!!! ისინი ჩემპიონები არიან! ისინი  NBA–ს გამარჯვებულები არიან! ლეგენდარული მოთამაშეები: ლებრონ ჯეიმსი, კაირ ირვინგი, ქევინ ლოვი და ჯეი არ სმიტი თავიანთ ნანატრ გამაჯვებას გულშემატკივრებთან ერთად Nike–ს ვიდეორგოლში აღნიშნავენ.

 

 

კლივლენდ კავალიერსს თავისი 46 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. თუმცა, ის რაც კვირა საღამოს მოხდა ნამდვილად დაუჯერებელი იყო – როგორც იქნა, კლივლენდ კავალიერსი NBA–ს გამარჯვებული გახდა.

Nike–მაც არ დააყოვნა. ამ დიდი მოვლენას, უფრო სწორედ, ამ უდიდესი მოვლენის მთავარ გმირებსა და ერთულ გულშემატკივრებს ვიდეო მიუძღვნა. რგოლი საოცრად ემოციურად და ზუსტად ასახავს იმ დაუჯერებელ, წარმოუდგენელ განცდებს, რომლებმაც 15 წლიანი ლოდინის შემდეგ იჩინეს თავი.

განხილვა