ცოტა რამ არის უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ კბილის ჯაგრისის გარეშე მოგიწიათ სადმე ღამის გათენება და ისღა დაგრჩენიათ, თითებს მიმართოთ. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში ეს ყოველდღიური რეალობაა მილიონობით ბავშვისთვის — ანუ, მათთვის, ვისაც ელემენტარული საჭიროებებიც კი აკლიათ.
არახელსაყრელი მდგომარეობის მქონე ბავშვებს, რომლებიც პირის ღრუს მოვლას სათანადოდ ვერ ახერხებენ, ოთხჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სტომატოლოგიური პრობლემა — ღრძილების ანთება, კარიესი… ასევე, ეს ავტომატურად იწვევს ემოციურ დატვირთვას, თავდაჯერებულობის ნაკლებობას თუ გამოტოვებული შესაძლებლობების სინანულს.
ახლა კი კბილის ჯაგრისის ეროვნული დღის აღსანიშნავად, Crest და Oral-B გაერთიანდნენ ამერიკის „ღიმილის უფსკრულის“ დასაფარად. მათი მიზანია, ბავშვებს ხელმისაწვდომობა მისცენ აუცილებელ საჭიროებებზე — ყველაფერზე, რაც კაშკაშა ღიმილს სჭირდება. ისინი ქველმოქმედების ფარგლებში სხვადასხვა ნივთს გადასცემენ ბავშვებს და ასევე, საზოგადოებრივ ღონისძებებსაც მასპინძლობენ — აქ მცირეწლოვნები სტომატოლოგიურ განათლებას, შემოწმებას და შესაბამის დახმარებას მიიღებენ.
„სანამ ინფრასტრუქტურა განვითარდება, Crest და Oral-B გააგრძელებენ ქველმოქმედებას და საჭროების მქონე ყველა ბავშვს მივაწვდით ჩვენს პროდუქციას. გვინდა, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღი ღიმილის რეალური შანსი“, — ამბობს კარლოს დე ხესუსი, , P&G-ის ჩრდილოეთ ამერიკის ორალური მოვლის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.