in

როგორ გაემგზავრებიან Crew Dragon-ით კოსმოსურ სადგურზე – ილონ მასკმა სიმულაციური ვიდეო გამოაქვეყნა

Lenovo
Lenovo

რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა სიმულაციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, როგორ გადაყავს SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდ Crew Dragon-ს ასტრონავტები. აღნიშნული პროექტი NASA-ს პროგრამის ნაწილია და მისი მიზანი კომერციული ხომალდის შექმნაა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ტრანსპორტირებას, მრავალჯერადად გამოყენებადი ტრანსპორტით უზრუნველყოფს. მიზნის თანახმად, SpaceX Crew Dragon-ის რამდენიმე სატესტო გაშვებას ითვლის, თუმცა მათი ნაწილი წარუმატებლად დასრულდა. შესაბამისად, ხომალდის სრულყოფისთვის მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ილონ მასკის ტვიტის მიხედვით, Crew Dragon-ის სატესტო გაშვება 2020 წლის თებერვლისთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქცევა მასკის მიერ გავრცელებულ სიმულაციურ ვიდეოში აღწერილი სიტუაცია რეალობად.

https://twitter.com/elonmusk/status/1211493590456848385?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1211493590456848385&ref_url=http%3A%2F%2Fpopx.ge%2Farticle%2F4679-ilon-maskma-crew-dragon-misiis-simulatsiuri-video-gamoakveqna

ორწუთიან ვიდეოში ვხედავთ, როგორ სხდება ეკიპაჟი კაფსულაში, როგორ სცილდება ის დედამიწას და როგორ გამოეყოფა კაფსულა კოსმოსურ ხომალდს. ვიდეოში ეკიპაჟის დედამიწაზე დაბრუნების კადრებსაც ვხედავთ.

დაასვენეთ თვალები! ანუ როგორია, რეკლამაში $10,000 დახარჯო და არაფერი განათავსო?

თბილისში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხანა შენდება